გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
ქრისტეს აღდგომა გამარჯვებას მოასწავებდა იმ მონსტრზე, კაცობრიობას უხსოვარი დროიდან შიშის ზარს რომ სცემდა - იგი სიკვდილზე გამარჯვებას მოასწავებდა.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
როგორც კვდება სხეული, როცა მას სული დატოვებს, ასევე კვდება სული, როცა მას სულიწმიდა განეშორება.
ადამიანის სიკვდილი მასვე ემსგავსება. როგორიცაა მისი ცხოვრება, ისეთივეა მისი სიკვდილი. ვინც მახვილს აღმართავს, მახვილითვე განიგმირება.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე. აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალებ... იხილეთ სრულად