სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ნეტარია, ვინც ისე არ განაგებს თავის ცხოვრებასა და საქმეებს, თითქოსდა მხოლოდ ადამიანთაგან და მიწაზე უნდა მიიღოს სანაცვლო!
თუ ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას.
რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ამბობდნენ ადამიანები ჩვენს შესახებ, სინამდვილეში ისეთნი ვართ, როგორებსაც ღმერთი გვხედავს.
ნუ იამაყებ საკუთარი თავით და ნუ შეიქებ თავს, თუნდაც ჭეშმარიტებას ამბობდე, რათა ვინმემ უკეთესად არ იფიქროს შენზე, ვიდრე - სინამდვილეში ხედავს და ესმის შენგან.
დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა მხოლოდ საჩვენებლად ცხოვრება, როგორც იქცევიან მრავალნი, როგორც ზნეობრივ, ისე - საზოგადოებრივ და შინაურ ყოფაში. მხოლოდ წარმოაჩენენ, გამოფენენ, ხმამაღლა გაიძახიან, ყოველგვარ უმნიშვნელო საქ... იხილეთ სრულად