სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ნეტარია, ვინც იმისათვის მარხულობს, რომ ღარიბებს აჭამოს
როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიაული გამომეტყველება უნდა უსწრებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშე.
თუ პურს მწუხარე გულით აძლევ, პურსაც დაკარგავ და ჯილდოსაც
სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე - ბევრის გაცემა
მხოლოდ ის მოწყალებაა ჭეშმარიტი, რომელიც სიხარულით გაიცემა
მოწყალება ის კი არ არის, რომ მხოლოდ ფული მისცე, არამედ ის, რომ ქრისტიანული გულმოწყალებით მისცე.
გულითადი დამოკიდებულების გარეშე აღსრულებული მოწყალების საქმე იგივეა, რაც - სხეული სულის გარეშე.
თუ შენ არ შეგიძლია, ძმას დაეხმარო, უფალს სთხოვე მისი შეწევნა
უკეთესია უმადურობას შევხვდეთ, ვიდრე - უბედურნი დავივიწყოთ
განაგრძე მიწიერი მოწყალება და გაგრძელდება ზეციური წყალობა შენს მიმართ