წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა

შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა

ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმიდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშასადამე, თვინიერ იგინიცა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: აღდგომა

მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა

მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37).... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა

“რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარ. 8.35). ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცსა არა აქვ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არასოდეს არ ინებებს შეწირვად:... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა

უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება ღვთისა და სასოება მომავლისა ცხოვრებისა, მას აკლია ერთი უპირატესი მიზეზიცა, რომელი გააღვიძებს კაცს შეძენად სათნოებისა და განწმენდად თვისისა ზნეობისა და ყოფაქცევისა. უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება...

link
0