სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როდესაც მოწყალებას გულმოწყალების გამო კი არ გაიღებ, არამედ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, მაშინ იგი არა მხოლოდ მოწყალება არ არის, არამედ - საწყენიცაა, რადგან ამით სახალხოდ დასცინი ძმას. როდესაც მოწყალებას გულმოწყალების გამო კი არ

მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავანი ფიქრები. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა შენი მოყვასისადმი სიყვარულისა; რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრამ მათ შენსას როდი აძლევ, არამედ - ღვთისას, რამეთუ არა მხოლოდ ის, რაც შენს საკუთრებად მიგაჩნია, არამედ თვით შენც სულითა და ხორცით ღვთის ქმნილება ხარ. რა გაქვს საამპარტავნო? მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე

თუ ვინმემ საქებარი და უხვი მოწყალება გაიღო, მაგრამ ეს გააკეთა იმის სურვილით, რომ ქველმოქმედის დიდება მოეპოვებინა, მას მოწყალება საკუთარი პატივმოყვარეობისათვის გაუცია. თუ ვინმემ საქებარი და უხვი მოწყალება გაიღო

მოწყალების მეშვეობით ადამიანთა პატივისცემის ყიდვა ნიშნავს ყიდვას ძალიან ძვირად - ზეცის ფასად, რომელიც შენთვის მოწყალების ჯილდო უნდა ყოფილიყო. მოწყალების მეშვეობით ადამიანთა პატივისცემის

მიემსგავსე ნაკადულს, რომელიც არწყულებს ბოროტთ და კეთილთ, მის მსგავსად მოწყალება გაიღე ყველასთვის, მაგრამ მის მსგავსადვე ნუ იხმაურებ საკუთარი მოწყალების შესახებ. მიემსგავსე ნაკადულს, რომელიც არწყულებს ბოროტთ

აი, ნაკადული მოედინება, ბუჩქნარში იმალება და ფარული გზებით თავისი სინესტით რწყავს მცენარეებს, რომლებიც მის ნაპირებზე იზრდება. ეს არის მოკრძალებული და თავმდაბალი სული, რომელიც ფარულად ქველმოქმედებს და არ სურს, რომ ამის შესახებ მთელმა ქვეყანამ შეიტყოს. აი, ნაკადული მოედინება, ბუჩქნარში იმალება და

სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ; მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს. სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ

არ არსებობს დედისა და ბავშვის ღიმილზე უფრო ლამაზი ღიმილი; არ არსებობს იმ დიდსულოვნებაზე უმშვენიერესი ღიმილი, რომელიც ქველმოქმედებას ფარავს. არ არსებობს დედისა და ბავშვის ღიმილზე უფრო

ყოველთვის გაახმაურე მიღებული მოწყალება, შენს მიერ ქმნილი კი - მეყსეულად დაივიწყე. ყოველთვის გაახმაურე მიღებული მოწყალება, შენს

საყვირით გაახმაურე სიკეთე, რომელიც სხვებისაგან მიიღე; სამარესავით დადუმდი შენს მიერ ქმნილი სიკეთის შესახებ. საყვირით გაახმაურე სიკეთე, რომელიც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2