სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გაზიარებული ნაღველი სუსტდება, სიხარული კი ძლიერდება გაზიარებული ნაღველი სუსტდება, სიხარული კი

ყალბი მეგობარი შესაძლოა, შევადაროთ ჩრდილს, რომელიც მზის საათებში ჩამოწვება ხოლმე. იგი მხოლოდ კარგ ამინდშია, ღრუბლების გამოჩენისთანავე, ანდა წვიმიან ამინდში, მეყსეულად ქრება. ყალბი მეგობარი შესაძლოა, შევადაროთ ჩრდილს

ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც

თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა. თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს

თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა. თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი

ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის იმედი, თუ მათ ღვთისმოსავ სამეგობროში არ ეძიებ. ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის

ამბა აგაფონი ამბობდა: "თუ დავინახავ, რომ ჩემ ყველაზე საყვარელ ადამიანს სულისთვის ზიანი მოაქვს, დაუყოვნებლივ დავშორდები მას, ანუ გავწყვეტ ნაცნობობასა და ურთიერთობას მასთან". ამბა აგაფონი ამბობდა: თუ დავინახავ, რომ ჩემ

მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს სცილდებიან, თუ იგი გამოუსწორებელია. მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ

ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს. ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც

ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს - იგი ყოველ საათს კლებულობს; კეთილთან ურთიერთობა კი საღამოს ჩრდილივით უნდა იზრდებოდეს მანამ, ვიდრე მზე ბრწყინვალებს. ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2