ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისგან ქმნის სხვებისთვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს - რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს,...
იხილეთ სრულად
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისგან ქმნის სხვებისთვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს - რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქოს მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: მრისხანე კაცი უგუნურია (იგავნ. 11, 25).
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი...
იხილეთ სრულად
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ადამიანები მრისხანების წუთებში ხშირად ცდებოდნენ და ისე მსჯელობდნენ, რომ შემდეგ რცხვენოდათ.
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი ...
იხილეთ სრულად
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი კაცი სიბრიყვეს ჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია" (იგავნ. 14, 17).