ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულ...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გა...
იხილეთ სრულად
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.
ცოდვის საშიშროება მუდმივად არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის ჰმართებს.