სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სულის ველი - ეს მარადისობაა. ეს თითქოსდა გამოსვლაა დედამიწის მიზიდულობიდან. ეს გონების მიქცევაა ღვთაებისაკენ, ეს ლოცვის მეშვეობით გამოღვიძებაა სულისა.
სულის ბუნების შესახებ მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია. სული ადამიანს, მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედვით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად... იხილეთ სრულად
სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამი... იხილეთ სრულად
როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სულიწმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.
რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული მკვლელობების სცენებს უყურებს?! - საძაგელ სიმახინჯედ! ის ბინძური, მყრალი და უგვანი ხდება. ხუთი გრძნობა სიკვდილის ხუთ სარკმლად იქცევა ჩვენთვის.... იხილეთ სრულად
რა არის სულიერი მოღვაწეობა? ვთქვათ, სული ბაღია, ორად გაყოფილი. ერთგან ეკალი ხარობს, მეორეგან ყვავილი. გვაქვს აგრეთვე ცისტერნით წყალი, ორი ონკანით და ორი მილით. ერთი მილით წყალი ეკლისკენ მიედინება, მეორეთი ყვავილისკენ. ყოველი მორწყ... იხილეთ სრულად
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შ... იხილეთ სრულად
მრავალი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და სულის მშვიდობისა და სიმყუდროვისათვის უკეთესი ვერაფერი ვნახე, გარდა ზომიერი ნაყროვანებისა, ერთ ადგილზე მკვიდრობისა და უფლის სიტყვის ბეჯითად სწავლისა.
იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა ეგოიზმი, უწესო შვილი ამპარტავნებისა, რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირპირს ამტვრევინებს.