საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის შეცნობა, გამონათქვამები
ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავისმოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას და შეაგონებს, ვითომც ის...
იხილეთ სრულად
ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავისმოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას და შეაგონებს, ვითომც ისინი არიან საკმაოდ მღვიძარენი და გაფრთხილებულნი. მაშინ ღმერთი განგებ ჩააგდებს მათ განსაცდელსა შინა, რათა მათ იცნან თავი თვისი. ჩვენ ხშრიად არც კი ვიცით, რითა ვართ ღვთის წინაშე დაკლებული, დანაშაული. გარნა განსაცდელი შეგვატ...
link
ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე არს საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები. ვინც ყურადღებით უსმენს მათ, უთუოდ შეიტყობს მისის სულის სახესა და მდგომარეობას. მეორე სარკე...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე არს საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები. ვინც ყურადღებით უსმენს მათ, უთუოდ შეიტყობს მისის სულის სახესა და მდგომარეობას. მეორე სარკე არის თვით თქვენი გონება და სინიდისი. მესამე სარკე არს აღსარების თქმა წინაშე მოძღვრისა თქვენისა და დარიგება მოძღვრისაგან მიღებული. ხშირად შევხედოთ სამთა ამათ სულიერთა სარკეთა და თუ რამე ცუდი გამოთქმულება შევატყვეთ ჩვენს ...
link
ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როდესაც კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ ...
იხილეთ სრულად
ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როდესაც კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცსა აქვს. ყოველი კაცი იმას ცდილობს, რომ განიკითხოს მოყვასის ცოდვა; გარნა კეთილი და ჭეშმარიტი ქრისტეანე უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას.
link
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის...
იხილეთ სრულად
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის თავი არ იცის, თუ არ შეიტყო, რა ცოდვა უქმნია, რა ნაკლულევანება აქვს გულში, რანაირად გაიმართავს იგი თავის თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ შეიქმნება უმჯობესი. გარნა, ნუ ფიქრობთ, ძმანო ჩემნო, რომ ადვილი იყოს ეს საქმე. დი...
link
ფრიად საჭირო არის, რომ ქრისტიანე განიკითხვიდეს თავსა თვისსა. თვინიერ ესრეთისა განკითხვისა არ იქმნება იგი წარმატებულ სულიერად მადლსა შინა.
მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოსა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუ...
იხილეთ სრულად
მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოსა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუნესა ნეტარებასა, უმეტეს არ გმართებსა მარადის გამოიკვლიო და ჰკითხო თავსა შენსა, ხარ შენ სულიერსა წარმატებასა შინა, ანუ არა? გარნა, სამწუხაროდ ჩვენდა, ცხად არს, რომელ არა მრავალნი არიან ესრეთსა ძიებასა შინა და გამოკვლევასა...
link
როგორ მოვიძულო თავი ჩემი? რა სახით შემიძლიან, რომ დავივიწყო და მოვიძულო სული ჩემი? იმ სახით, ძმაო ჩემო, რომელ, ერთის მხრით, შთახედე შენს გულში, გასინჯე შენი ბუნება და შეიტყვე, რაოდენნი ცოდვანი, ბოროტნი მიდრეკილებანი, უწმინდურნი თვ...
იხილეთ სრულად
როგორ მოვიძულო თავი ჩემი? რა სახით შემიძლიან, რომ დავივიწყო და მოვიძულო სული ჩემი? იმ სახით, ძმაო ჩემო, რომელ, ერთის მხრით, შთახედე შენს გულში, გასინჯე შენი ბუნება და შეიტყვე, რაოდენნი ცოდვანი, ბოროტნი მიდრეკილებანი, უწმინდურნი თვისებანი ბუდობენ მას შინა, და, მეორე მხრით, წარმოიდგინე, ვითარსა სიწმიდესა და უმანკოებასა მოითხოვს შენგან იესო ქრისტე.
link
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რავდენ მყრალას ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არმედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა...
იხილეთ სრულად
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რავდენ მყრალას ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არმედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა ცუდთა თვისებათა და მიდრეკილებათა და მეორეს მხრით წარმოდგენა იმ სიწმინდისა და სათნოებისა, რომელსა ღმერთი ითხოვს შენგან.
link
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრე...
იხილეთ სრულად
ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდაექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა განუწყვეტელითა საკვრელითა.
link
ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას ს...
იხილეთ სრულად
ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას სიმართლით ეშინოდა მათგან? არა, ძმანო ჩემნო. იგი იყო კაცი მართალი და აღვსებული ქველისმოქმედებითა. მისი ცხოვრების აღწერაში არ არის ხსენებული, რომ მას ექმნას რომელიმე მძიმე ცოდვა. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? რისთვის ეშინოდა...
link