გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში... იხილეთ სრულად
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულ... იხილეთ სრულად
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
ქრისტიანობა ადამიანთაგან, დემონებისგან და სიკვდილისგან თავისუფლებას ნიშნავს.
ქრისტეს აღდგომა გამარჯვებას მოასწავებდა იმ მონსტრზე, კაცობრიობას უხსოვარი დროიდან შიშის ზარს რომ სცემდა - იგი სიკვდილზე გამარჯვებას მოასწავებდა.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
როგორც კვდება სხეული, როცა მას სული დატოვებს, ასევე კვდება სული, როცა მას სულიწმიდა განეშორება.
ადამიანის სიკვდილი მასვე ემსგავსება. როგორიცაა მისი ცხოვრება, ისეთივეა მისი სიკვდილი. ვინც მახვილს აღმართავს, მახვილითვე განიგმირება.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.