ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა ცხოვრებისა, მაშასადამე, ჰაზრიცა ჩვენი და სარწმუნოება უნდა იყოს მართალი და მართლმადიდებლი. ჩვენ გვრწამს და ვაღიარებთ, რომელ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ყოვლისა ქვეყანისა, რომელმან მოავლინა...
იხილეთ სრულად
ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა ცხოვრებისა, მაშასადამე, ჰაზრიცა ჩვენი და სარწმუნოება უნდა იყოს მართალი და მართლმადიდებლი. ჩვენ გვრწამს და ვაღიარებთ, რომელ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ყოვლისა ქვეყანისა, რომელმან მოავლინა ძე თვისი გამოხსნისათვის კაცისა, კაცი ცხოვნდება და განათლდება მხოლოდ საშუალებითა სულისა წმიდისათა, ღმერთი მიაგებს ყოველსა კაცსა საქმეთაებრ მისთა. ესე ვითარნი და ამის მსგავსნი ჰაზრნი და სწავლანი არიან საფუძველნი ჩვენის სჯ...
link
ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი პირნი: „ვის რა დააკლდება, მე რომ განსხვავებული ჰაზრი მივიღო ღმერთზედ, ანუ სხვა ეკლესიის სწავლაზედ? ჩვენგან ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ვნება არავის მივცეთ და ცუდს საქმეს მოვერიდოთ, სხვებ...
იხილეთ სრულად
ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი პირნი: „ვის რა დააკლდება, მე რომ განსხვავებული ჰაზრი მივიღო ღმერთზედ, ანუ სხვა ეკლესიის სწავლაზედ? ჩვენგან ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ვნება არავის მივცეთ და ცუდს საქმეს მოვერიდოთ, სხვებრ რაც გინდა ვიფიქროთ ეკლესიის სწავლათა ზედა, ამით არავის არაფერს არ დაუშავებთო“. არა ძმანო ჩემნო, ესე ვითარი ლაპარაკი და განზრახვა არის წინააღმდეგი, ცრუ და უსაფუძვლო. ვინც ესრეთ განიზრახავს, მას უთუოდ ავიწყდება ერთი რაიმ...
მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან ამ სიტყვებით: "თუ მართლა საღვთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა...
იხილეთ სრულად
მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან ამ სიტყვებით: "თუ მართლა საღვთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა ზნეობასა და ყოფა-ქცევასა?". თუ კაცი ამბობს მორწმუნე ვარ და საქმით კი არ ერიდება ცოდვას, იგი სიტყვითაც ვეღარ გაამტყუნებს ურწმუნო კაცსა; ამისათვის გლოცავთ თქვენ, ძმანო, გაფუცებ, თვით ცხოვრებითა თქვენითა აჩვენოთ ურწმუნოთა ...
თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში...
იხილეთ სრულად
თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში და მორიდება ექმნება, მაშასადამე იგი დაჰკარგავს კაცობრიობას და ემსგავსება პირუტყვს.
თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე გა...
იხილეთ სრულად
თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე განქარდებაო. სინიდისი დაფუძვნებულია და ცხოველია მხოლოდ სარწმუნოებით; ვისაც არა აქვს სარწმუნოება, მას სინიდისიც ბნელი აქვს და ყრუ. სარწმუნოება და სიწმიდე საჭირო არის კაცისათვის.
ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, ...
იხილეთ სრულად
ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთ...
პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპ...
იხილეთ სრულად
პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპარაკე ამტკიცებს ვითომც შეიძლება, რომ სარწმუნოება ანუ ღვთის სჯული არ ჰქონდეს კაცსა, და ზნეობით, ანუ ყოფა–ქცევით კი იყოს წმიდა და სათნო. მაგრამ ვისაც არა აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი ვერაოდეს ვერ შეიძენს წმიდასა ზნეობასა,...
განმრავლება ურწმუნოთა კაცთა, ჩვენ მოძღვართა თქვენთა, განგვაღვიძებს, რათა უმეტესთა ბეჯითობითა გასწავლიდეთ თქვენ და განგამტკიცებდეთ საღმრთოსა შინა სჯულსა.
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და...
იხილეთ სრულად
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, რომ წმიდამან ეკლესიამან აღამაღოს ხმა თვისი და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ ყოველთა ქრისტეს მოყვარეთა, ხოლო ყოველნი წინააღმდეგნი და განდრეკილნი ზარ-განხადოს საშინელითა ანათემითა. ამას ...