როდესაც ღმერთი გიწოდებს შენცა, რა სახითაც გამოგიჩნდეს წოდება მისი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, ნუ ირყევი; არამედ მეყვსეულად ისმინე ხმა მისი და შეუდეგი მას. მაცხოვარი ასწავლიდა რა ერსა, ხშირად ესრეთ დააბოლოვებდა სიტყვათა თვისთა: „რომ...
იხილეთ სრულად
როდესაც ღმერთი გიწოდებს შენცა, რა სახითაც გამოგიჩნდეს წოდება მისი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, ნუ ირყევი; არამედ მეყვსეულად ისმინე ხმა მისი და შეუდეგი მას. მაცხოვარი ასწავლიდა რა ერსა, ხშირად ესრეთ დააბოლოვებდა სიტყვათა თვისთა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მოვაქციოთ აწ სიტყვა ესე. თუ გული გაქვს, ძმაო, განმზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის მიდრეკილი, არამედ მსურველი შეწყნარებად ღვისაგა...
ჩვენ ყოველნი მჭვრეტელნი პატიოსანისა ჯვარისა, ვითარცა მოთმინების და მღვიძარების ნიშანისა, განვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა და ვიქმნებოდეთ მხნენი და დაუღონებელნი მარხვასა, ლოცვასა და კეთილსა საქმესა შინა და ესრეთ ვსძლევდეთ ცოდვათა და ნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი მჭვრეტელნი პატიოსანისა ჯვარისა, ვითარცა მოთმინების და მღვიძარების ნიშანისა, განვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა და ვიქმნებოდეთ მხნენი და დაუღონებელნი მარხვასა, ლოცვასა და კეთილსა საქმესა შინა და ესრეთ ვსძლევდეთ ცოდვათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა, ვითარცა მაცხოვარმან ჰსძლო ჯვარითა თვისითა ცოდვა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი. "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი და შემომიდეგინ მე".
ჭეშმარიტად ვიტყვი: რომელი იქადიან მართლმადიდებლობას, ხოლო ცუდად იქცევიან და ცოდვას არ ერიდებიან, უარესად ავნებენ სჯულსა მათსა, ვიდრეღა განცხადებულად ურწმუნონი. როდესაც ურწმუნო კაცი ცუდად იქცევა, ცოდვას არ ერიდება ეს საკვირველი არ ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად ვიტყვი: რომელი იქადიან მართლმადიდებლობას, ხოლო ცუდად იქცევიან და ცოდვას არ ერიდებიან, უარესად ავნებენ სჯულსა მათსა, ვიდრეღა განცხადებულად ურწმუნონი. როდესაც ურწმუნო კაცი ცუდად იქცევა, ცოდვას არ ერიდება ეს საკვირველი არ არის და მე ვგონებ, რომ უფრო შესანდობელიც არის; გარნა რით უნდა განვხსნათ და რით უნდა შეუნდოთ ცუდი ყოფაქცევა იმ კაცსა, რომელი იქადის მართლმადიდებლობასა? ამისათვის ეცადე, მართლმადიდებლობის შვილო, არ შეარცხვინო დედა შენი, წმ...
გევედრები შენ, ძმაო ჩემო, შენ, რომელი ხარ მართლმადიდებელი, ეცადე და განამართლე ყოვლითა ღონისძიებითა სჯული შენი წინაშე წინააღმდეგთა მისთა. იცი, რას იტყვიან და რით იმართლებენ თავსა წინააღმდეგნი ჩვენისა საღმრთოისა სჯულისა?: "ჩვენ ვერ...
იხილეთ სრულად
გევედრები შენ, ძმაო ჩემო, შენ, რომელი ხარ მართლმადიდებელი, ეცადე და განამართლე ყოვლითა ღონისძიებითა სჯული შენი წინაშე წინააღმდეგთა მისთა. იცი, რას იტყვიან და რით იმართლებენ თავსა წინააღმდეგნი ჩვენისა საღმრთოისა სჯულისა?: "ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მართლმადიდებელნი განსხვავებულნი იყვნენ კარგითა მათითა ცხოვრებითაო, წინააღმდეგ ამისა ვხედავთ, რომელ თუმცა იგინი იქადიან მართლმადიდებლობითა, გარნა არ იქცევიან პატიოსნად და არ ერიდებიან უსამართლობასა და ცოდვას...
გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე, პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მომხდარა მრავალ გზის, რომ...
იხილეთ სრულად
გარეშე ქრისტეს სჯულისა არ არის შესაძლებელი, რომ კაცმან შეიძინოს ჭეშმარიტი სათნოება და სიწმიდე. შეიძლება კი ცოტაოდენი ანუ დაბლისა ხარისხისა სიმართლე, პატიოსნება ჰქონდეს ურწმუნოსაცა კაცსა; შეიძლება და კიდეც მომხდარა მრავალ გზის, რომელ თვით კერპთმსახურნიცა, ეგრეთვე მაჰმადიანნი და სხვა სჯულის ხალხი იქმოდენ რომელთამე კეთილთა საქმეთა: კაცი ებრალებოდესთ, მოწყალება მისცენ, სიმართლე უყვარდესთ, გარნა არა ოდეს არ არის შესაძლებეილ, რომელ მათ მიითვისონ ნამდვი...
ყოველი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულვილსა. მეოთხესა საუკუნესა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემსმთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი ი...
იხილეთ სრულად
ყოველი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულვილსა. მეოთხესა საუკუნესა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემსმთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდი, და ესმა ხმა უფლისა: „აჰა, რა მიყო არიოსმან!“ ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდ...
ისრეთი ძვირფასი თვისება არის ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა, პირველ ჯვარცმისა, მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და ...
იხილეთ სრულად
ისრეთი ძვირფასი თვისება არის ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა, პირველ ჯვარცმისა, მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან.
ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკლესია აღარ არის. რა არს ეკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთმორწმუნეთა, ესე იგი, ისრ...
იხილეთ სრულად
ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკლესია აღარ არის. რა არს ეკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთმორწმუნეთა, ესე იგი, ისრეთთა კაცთა, რომელთა აქვსთ ერთი ჰაზრი საღმრთოთა საგანთა ზედა. წმიდა მოციქული პავლე მისწერს ფილიპელთა: „აღავსეთ სიხარული ჩემი, რათა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქვნდეს, ერთსულ და ერთზრახვა იყვენით“; ხოლო ეფესელთა ი...
მიზეზი, რომლისათვისცა წმიდა ეკლესია ყოვლის ღონისძიებით იცავს შეუცვლელად სწავლასა მისსა და ფიცხელად განიკითხავს წინააღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა, არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერ...
იხილეთ სრულად
მიზეზი, რომლისათვისცა წმიდა ეკლესია ყოვლის ღონისძიებით იცავს შეუცვლელად სწავლასა მისსა და ფიცხელად განიკითხავს წინააღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა, არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერთებს ყოველთა კაცთა წინაშე ღვთისა.
ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი სხვა ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებსა ზედა; ეკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა სოფლის საგანთა, ეკლესია არ გაერე...
იხილეთ სრულად
ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი სხვა ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებსა ზედა; ეკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა სოფლის საგანთა, ეკლესია არ გაერევა ამაში, სრულს თავისუფლებას გაძლევს შენ; გარნა შესახებ საღმრთო სჯულის სწავლისა ეკლესია ვერ მოითმენს, რომ განასხვაო იგი, მისთვის რომელ იგი არ არის მოგონებული შენგან, ანუ ჩემგან; გუშინ ანუ გუშინწინ არ არის გამოცხადებული, ...