წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალთა ნიშნავს აქ ყოველსა ცოდვასა და შფოთსა ქვეყნისასა. არ მიგეახლებიან შენცა ესენი უკეთუ კეთილად ილოცე, უზაკველად შეიგონე და აღუარე ღმერთსა ცოდვა შენი, რომელიცა მოგცეს შენ ღმერთმან. ამინ. როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო

კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორითაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამოკიდებულ არს შენი სიცოცხლე და ბედნიერება; ყოველი ძალი და სიმტკიცე სულისა შენისა უნდა მოიხმარო ამ საქმისათვის. ეცადე, რომ ზიარებამ მოახდინოს შენში ცვლილება, დასტოვოს შენ გულში კვალი და ნიშანი. ეს დამოკიდებული არს ღვთის მადლზედ, მეტყვის ვინმე. მართალია, ძმაო, მაგრამ შენზედაც არის დამოკიდებული. რა ზომად დაემორჩილები ღმერთსა და ღირსი გახდები, იმზომად მიიღებ მადლსა ღვთისასა. ეცადე, რომ ის გრძნობა და ის მიდრეკილება, რომელიცა გაქვს გულში მიმავალსა ზიარებისადმი, დარჩეს მარადის შენთან. რა სასარგებლო იქმნება შენთვის, თუ ამ ერთის კვირის განმავლობაში ერიდები ცოდვას და მერმე კვალადვე მიიქცევი ცოდვისადმი; ახლა შეურიგდები და შეუნდობ ყოველს კაცს და მომავალში ხელახლად იწყებ ჩხუბსა და მტერობასა; ახლა გაქვს გული წყნარი და ლმობიერი, დახშული ყოვლის ცუდის ჰაზრისა და საქმისათვის, ხოლო მომავალში გახსნი გულსა და შეუშვებ მას შინა ყოველსა ცოდვასა. კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს

"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო ის შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გადიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხნა ეკალი, "რამეთუ დავდუმენ მე". ესრეთ განაგრძობს დავით სიტყვას: "განკფდეს ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარად დღე, რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ დამესხნა მე ეკალი". რა აწუხებდა მას, ძმანო, ეგზომად? განზრახვა და წარმოდგენა სიცოდვისა მისისა. სჩანს, რომ მან შთახედა სიღრმესა შინა გულისა და შეეშინა, იგრძნო რა, თუ ვითარ დაცემულ არს ბუნება კაცისა და რაოდენი ბოროტება ბუდობს მის გულში. რა ჰქმნა წინასწარმეტყველმა ესრეთსა შინა შეწუხებასა?: "ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვსთქუ, აუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტეო მე უღვთოება გულისა ჩემისა" ესრეთითა ძალითა, ესრეთითა ღრმითა გრძნობითა წინასწარმეტყველი დავით განკიცხავდა თავსა თვოსსა და ემზადებოდა მონანებასა. წინასწარმეტყველი დავით თუ ესრეთ იქმოდა, რაიღა უნდა ვქმნათ ჩვენ, ძმანო; ვითარითა გრძნობითა და შიშითა უნდა ვემზადებოდეთ ჩვენ აღსარებასა და ზიარებასა. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და

რისთვის ვხედავთ ჩვენ ამ ჩვენ ქვეყანაში, რომელ, თუმცა მრავალნი პირნი და თითქმის ყოველნი ფრიად გულმოდგინედ მარხულობენ, მტკიცედ ემზადებიან ზიარებასა და თითქმის ისრე მარხულობენ, რომ ზოგჯერ ავათ გახდებიან ნამეტნავის მარხულობისაგან, ზიარების შემდეგ არაფერს ცვლილებას და უმჯობესობას არ ნახავს კაცი მათ შორის? მისთვის, რომელ იგინი კარგად არ განიცდიან თავსა თვისსა და არ შეიტყობენ, რა უნდა გამოიცვალონ და რა უნდა მოიშალონ, ხოლო თქვენ, ძმანო, ეცადეთ, რათა უმჯობესნი შეიქმნეთ ამიერითგან სულიერად. ამინ. რისთვის ვხედავთ ჩვენ ამ ქვეყანაში, რომელ

უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი. უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა

ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მიიღეთა თქვენ სულიერი სარგებლობა? უკეთუ თქვენ ამიერიდგან უმჯობესნი შეიქმენით სულიერად; უკეთუ ის ცოდვა, რომელიცა აქამომდე გაწუხებდათ, განიშორეთ და შეიძულეთ, ხოლო მადლი და სათნოება, რომელიც აქამომდე არ გქონდათ, შეიყვარეთ და აღასრულეთ, ცხად იქმნება, რომელ მიგიღიათ დიდი სულიერი სარგებლობა მოღვაწებისა და მარხვისაგან. ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა

უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ შესძლებს სნეული კაცის მორჩენასა, უკეთუ პირველად არ შეიტყო მიზეზი მისისა სნეულებისა. ეგრეთვე, უკეთუ კეთილად ვერ შეატყობინე მოძღვარსა მიზეზი სულიერისა შენისა სნეულებისა, ვერცა იგი მოგცემს შენ კეთილსა დარიგებასა და სასარგებლო წამალსა. უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და აცნობე

ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის. ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ცრუ საუნჯე, იგი დაჰკარგავს ჭეშმარიტსა, ზეციურსა საუნჯესა. ხოლო რომელმან საუნჯე თვისი დასდვა ზეცათა შინა და ცოტ–ცოტად მოამზადა სული თვისი დაუცხრომელითა მოღვაწებითა, ქველის საქმითა, მარხვითა და ლოცვითა, იგი ერთხელ შეემთხვევა ჭეშმარიტსა განუხრწნელსა საუნჯესა. სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. ამინ. ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო

რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მოგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი, მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშიშვლებულსა; ღმერთზე შენ არ ფიქრობდი, სიმართლე არ გიყვარდა, სათნოება გძულდა, ლოცვასა და ღვთის დიდებას მიჩვეული არ ხარ, რაღას იქმ შენ, წარდგომილი ღვთის წინაშე? მართალია, იქაც კი მოგაგონდება ყოველნი აქაურნი შენნი ნუგეშნი. ხატნი და წარმოდგენანი ყოველთა შენთა აქაურთა საუნჯეთა იქაც გაგყვებიან, გარნა მხოლოდ მისთვის, რათა უმეტესად გტანჯონ შენ, და ესრეთ ის რაც აქ გქონდა შენ ნუგეშად, იქ გადიქცევა შენდა სასჯელად. რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა

რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო, ქალო? ვიდრემდის ამ ქვეყანაზე სცხოვრობ შენ, გიყვარს მხოლოდ სამკაული, მოფერება და პატივისცემა. შენ ხარ მხოლოდ მიჩვეული მოლიქნებასა და თაყვანისცემასა; შენი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვათა ქალთა აჯობებ სამკაულითა და პირმშვენიერებითა; მოაკლდები ამათ ყოველთა, დაჰკარგავ ერთხელ შენთა ნუგეშთა და ბედნიერებათა (გარდაცვალების ჟამს). რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1