გამოცდილებას და სულიერ სიბრძნეს მრავალი განსაცდელით მოვიპოვებთ, ამის გარეშე გამოცდილების შეძენა შეუძლებელია. გამოცდილება ეწოდება არა სწავლით მიღებულ ცოდნას, არამედ როცა შენთვის სასარგებლოს და საზიანოს ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოცდ...
იხილეთ სრულად
გამოცდილებას და სულიერ სიბრძნეს მრავალი განსაცდელით მოვიპოვებთ, ამის გარეშე გამოცდილების შეძენა შეუძლებელია. გამოცდილება ეწოდება არა სწავლით მიღებულ ცოდნას, არამედ როცა შენთვის სასარგებლოს და საზიანოს ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოცდი. თუ კაცმა მცირე განსაცდელი მაინც არ გაიარა, გამობრძმედილი ვერასდროს გახდება.
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი ...
იხილეთ სრულად
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გადაყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, უპირველესად მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.
ეშმაკი დღედაღამ იმისთვის იბრძვის, რომ ღვთისთვის უხმარი ჭურჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვარცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!