ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ვნებები უზომოდ მტკივნეულ წყლულებს ჰგავს. მათ განსაკურნებლად უნარი, დრო, მოთმინება და მონდომებაა საჭირო.
ვაქებ შენს სურვილსა და განზრახვას – მიაღწიო სრულყოფილებასა და უვნებობას. მთელი შენი მცდელობა აქეთ მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვის ებრძვი. შენი ბრძოლა ბნელ და უბოროტეს მთავრობათა, ხელმწიფებათა და ძალთა, ძალზე გამოცდილ ლეგიონთა ... იხილეთ სრულად
ვხედავ შენს იმედგაცრუებას. ომში გამოუცდელ, ახალბედა ყმაწვილს, ახალწვეულ ჯარისკაცს ჰგავხარ, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე გაჰყავთ და როგორც კი ტყვიებისა და ყუმბარების სეტყვა წამოვა, ნირწამხდარი უკან დაბრუნებას ითხოვს. მაგრამ გამოცდილი... იხილეთ სრულად
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდა... იხილეთ სრულად
როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.