სულიერი მოძღვრები მხოლოდ მაშინ აზიანებენ ადამიანს, როცა გამოუცდელობის გამო არასწორად ასწავლიან, ესე იგი აღმსარებელს ისეთ წამალს აწვდიან, რომელიც მის სნეულებას ვერ მოარჩენს.
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ...
იხილეთ სრულად
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ ნაპირს მშვიდობით მიაღწიოს და კეთილი აღსასრული ჰქონდეს. მართალთა სულები ამ ღვთაებრივ ქარიშხალში არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ სრულყოფილებიც გახდებიან. ეს ქარიშხლები რომ არა, ვერავინ ცხონდებოდა.
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით გ...
იხილეთ სრულად
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით განგვპოხავს, ვიდრე ყოვლისმპყრობელი გვიბრძანებს, რომ სხეული აქ დავტოვოთ, სული კი ზეცად აღვიდეს.
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა ...
იხილეთ სრულად
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა თავის ბოროტ ხრიკებს ოსტატურად და ცოდნით იყენებს. ამ გზით საკმაოდ ბევრი ჰყავს წარწყმედილი; მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვცნობთ მის მახეებს. თავიდან გზას სირთულე ახლავს, შემდეგ კი მას შვება, სიხარული და ცხონების დიდი სასოება ე...
მართალი ლოთი დღედაღამ იტანჯებოდა, რადგან ხედავდა გარყვნილთა უსჯულო, ბილწ საქმეებს და მაინც არავის განიკითხავდა. ამის გამო ღვთის გამოცხადებისა და გადარჩენის ღირსი გახდა. შენც მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდვის მიმართ იყავი ყურადღე...
იხილეთ სრულად
მართალი ლოთი დღედაღამ იტანჯებოდა, რადგან ხედავდა გარყვნილთა უსჯულო, ბილწ საქმეებს და მაინც არავის განიკითხავდა. ამის გამო ღვთის გამოცხადებისა და გადარჩენის ღირსი გახდა.შენც მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდვის მიმართ იყავი ყურადღებიანი და მჯერა, იმაზე მეტს მიიღებ, ვიდრე მოელი.
უთხარი მტერს: „ღმერთი ჩემშია. თუ თავს ლოცვით, სიმდაბლითა და ცრემლით ვაიძულებ, ის მიჩვენებს თავის წმინდა სახეს! არა მარტო მონასტერში, არამედ ლოთივით სოდომშიც რომ ვიყო, ღმერთს შეუძლია ჩემი სულის ამ წმინდა წადილის შესრულება“.
უფლისმიერ საყვარელო შვილო, მოიშორე იმედგაცრუება და თქვი: „სიკვდილამდე ვაიძულებ თავს, სრულყოფილებას ვეძიებ და უვნებობას მივაღწევ, და თუ ჩემი უძლურების, სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ამას ვერ შევძლებ, მწამს მამათა გადმოცემისა...
იხილეთ სრულად
უფლისმიერ საყვარელო შვილო, მოიშორე იმედგაცრუება და თქვი: „სიკვდილამდე ვაიძულებ თავს, სრულყოფილებას ვეძიებ და უვნებობას მივაღწევ, და თუ ჩემი უძლურების, სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ამას ვერ შევძლებ, მწამს მამათა გადმოცემისა, რომ ღმერთი სრულყოფილთა შორის შემრაცხავს“.შენ შეიძლება მითხრა: „მაგრამ მე ხომ ნეტარებასა და ღვთაებრივი მშვიდობით ტკბობას ვეძიებ“. ჰო, უთხარი მტერს: „ღმერთი ჩემშია. თუ თავს ლოცვით, სიმდაბლითა და ცრემლით ვაიძულებ, ის მიჩვ...