ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით.
ღმერთმა ევას უბრძანა, არ ეჭამა აკრძალული ნაყოფი. ევამ შეხედა ნაყოფს, ცოდვისგან იძლია, შეჭამა და მოკვდა ღვთისგან. მაშასადამე, იხილა და ცდუნდა. ის ტკბობის სურვილმა დაამარცხა, შინაგანი ბრძოლა ჰქონდა – თავისმოყვარებამ უბიძგა და გასინჯ... იხილეთ სრულად
ყოველი დაცემისას სატანა უფრო და უფრო გიახლოვდება, რომ სათამაშოდ გაქციოს და გაგამასხარაოს. გამოიღვიძე უგრძნობლობისგან, იფიქრე ზეციურზე და იმ შორეულ მოგზაურობაზე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
მონაზვნური მოვალეობების მიმართ უდებება ყველა სხვა სულიერ სიკეთეს ანადგურებს და საერთო გულგრილობის და, აქედან მომდინარე, დაცემების მიზეზი ხდება. მასზე გამარჯვებას ვპოვებთ იესოს უწყვეტი ლოცვით, რომელსაც ბაგეებით წარმოვთქვამთ, ან გონ... იხილეთ სრულად