ნუ დაკარგავთ მხნეობას. ხანდახან ღვთის მადლი – ჩვენი წმინდა გამზრდელი – მიგვატოვებს ხოლმე და სასაცილო, შეუფერებელი გულისსიტყვით თუ სიტყვით ვეცემით. ეს იმიტომ ხდება, რომ დავმდაბლდეთ, თავი არ ავიმაღლოთ, საკუთარი უძლურება შევიცნოთ და ...
იხილეთ სრულად
ნუ დაკარგავთ მხნეობას. ხანდახან ღვთის მადლი – ჩვენი წმინდა გამზრდელი – მიგვატოვებს ხოლმე და სასაცილო, შეუფერებელი გულისსიტყვით თუ სიტყვით ვეცემით. ეს იმიტომ ხდება, რომ დავმდაბლდეთ, თავი არ ავიმაღლოთ, საკუთარი უძლურება შევიცნოთ და გვჯეროდეს, რომ ღვთის მადლის გარეშე სიკეთის კეთება არ შეგვიძლია.
მცონარობას უფრთხილდით ლოცვაშიც და გულისსიტყვებთან მიმართებაშიც. გამონაკლისი არც მღვიძარების ღვაწლში სიზარმაცეა. ნუ ზარმაცობთ, შვილებო, რადგან უდებება საშინელი ბოროტებაა, ყველა ბილწი გულისთქმის მშობელი, ჯოჯოხეთის წინამორბედი და საზ...
იხილეთ სრულად
მცონარობას უფრთხილდით ლოცვაშიც და გულისსიტყვებთან მიმართებაშიც. გამონაკლისი არც მღვიძარების ღვაწლში სიზარმაცეა. ნუ ზარმაცობთ, შვილებო, რადგან უდებება საშინელი ბოროტებაა, ყველა ბილწი გულისთქმის მშობელი, ჯოჯოხეთის წინამორბედი და საზარელი ტყვეობის მიზეზი.
შენი დრტვინვა დანაშაულებრივია. იგი თავისმოყვარებისა და ლაჩრობის შედეგია. ყველაფერი მოითმინე და ღვთის მადლიერი იყავი. საკუთარი გულგრილობა დაადანაშაულე და არა ღმერთი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა შენთვის, რადგან უყვარხარ. და თუ უყვარხარ, ...
იხილეთ სრულად
შენი დრტვინვა დანაშაულებრივია. იგი თავისმოყვარებისა და ლაჩრობის შედეგია. ყველაფერი მოითმინე და ღვთის მადლიერი იყავი. საკუთარი გულგრილობა დაადანაშაულე და არა ღმერთი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა შენთვის, რადგან უყვარხარ. და თუ უყვარხარ, როგორ დაუშვებს, რომ განსაცდელში ჩავარდე? მისგან შენდობა ითხოვე და მოთმინებით აღიჭურვე.
სახიერმა ღმერთმა ჩვენი დაცემა აღმადგინებელი წამლის გარეშე არ დატოვა, რისი მეშვეობითაც კვლავ მისკენ მივიქცევით და დაცემა გამარჯვების მიზეზი გახდება. ყველას, ვინც საკუთარ თავს ცხონებისთვის აიძულებს, წმინდა წერილი რწმენით გამართლე...
იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა ჩვენი დაცემა აღმადგინებელი წამლის გარეშე არ დატოვა, რისი მეშვეობითაც კვლავ მისკენ მივიქცევით და დაცემა გამარჯვების მიზეზი გახდება.ყველას, ვინც საკუთარ თავს ცხონებისთვის აიძულებს, წმინდა წერილი რწმენით გამართლებულს, მართალს უწოდებს. მათ დაცემას ღმერთი არ დაუშვებს, რადგან ისინი მხნედ იბრძვიან; არ დაუშვებს მათზე ისეთ განსაცდელს, რის დათმენასაც ვერ შეძლებენ. ისინი ხომ ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ბოლომდე მოითმინონ. ხოლო ძალაზე აღმატებულ...
თუ ჩვენი ნებასურვილი ბოროტისკენ უფრო მიიდრიკება, ღვთის მცნებებს აღარ ვემორჩილებით. ღმერთმა ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ამ თავისუფალ ნებას შეუძლებელია სხვები მართავდნენ.