პატერიკიდან და ისიქასტი მამების გადმოცემიდან ვიცით, რომ ძველად ახალგაზრდები და ახალმოსულები გამოცდილი მოძღვრის კურთხევით იშენებდნენ კელიებს და მარტო ცხოვრობდნენ. მოძღვარს მხოლოდ დროდადრო ხვდებოდნენ, მასთან გულისსიტყვებს ამბობდნენ,...
იხილეთ სრულად
პატერიკიდან და ისიქასტი მამების გადმოცემიდან ვიცით, რომ ძველად ახალგაზრდები და ახალმოსულები გამოცდილი მოძღვრის კურთხევით იშენებდნენ კელიებს და მარტო ცხოვრობდნენ. მოძღვარს მხოლოდ დროდადრო ხვდებოდნენ, მასთან გულისსიტყვებს ამბობდნენ, რჩევა-დარიგებას იღებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სულიერი მამა მუდმივად თავზე არ ედგათ, მხოლოდ მისი რჩევებით სათნოების სიმაღლეებს მიაღწიეს.
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმა...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმაც იმდენად მოიხილა ისინი.
ღმერთმა ყოველი ადამიანის სულიერი განწყობა იცის, კეთილ განზრახვას და თავის იძულებას არასდროს უგულებელყოფს და ადრე თუ გვიან მათ სანაცვლოდ საზღაურს მიაგებს.
ვაქებ შენს სურვილსა და განზრახვას – მიაღწიო სრულყოფილებასა და უვნებობას. მთელი შენი მცდელობა აქეთ მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვის ებრძვი. შენი ბრძოლა ბნელ და უბოროტეს მთავრობათა, ხელმწიფებათა და ძალთა, ძალზე გამოცდილ ლეგიონთა ...
იხილეთ სრულად
ვაქებ შენს სურვილსა და განზრახვას – მიაღწიო სრულყოფილებასა და უვნებობას. მთელი შენი მცდელობა აქეთ მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვის ებრძვი. შენი ბრძოლა ბნელ და უბოროტეს მთავრობათა, ხელმწიფებათა და ძალთა, ძალზე გამოცდილ ლეგიონთა წინააღმდეგაა მიმართული. მათთან ერთად ხორცისა და ვნებათა სამყაროსაც ებრძვი. ვნებები უზომოდ მტკივნეულ წყლულებს ჰგავს. მათ განსაკურნებლად უნარი, დრო, მოთმინება და მონდომებაა საჭირო.