გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვე...
იხილეთ სრულად
გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვენებას არ აძლევს არც დღე და არც ღამე; ეს ის მატლია, რომელიც მას გამუდმებით ხრავს.
უფრო ღრმად ჩაიხედე საკუთარ გულში: თვითონვე დაინახავ, რომ ყოველგვარ ბოროტ ფიქრს, სურვილსა და საქმეს შენთვის სირცხვილი და აუგი მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის შენი აზრები, სურვილები და საქმეები. მაგრამ დადგება დრო, როდესაც...
იხილეთ სრულად
უფრო ღრმად ჩაიხედე საკუთარ გულში: თვითონვე დაინახავ, რომ ყოველგვარ ბოროტ ფიქრს, სურვილსა და საქმეს შენთვის სირცხვილი და აუგი მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის შენი აზრები, სურვილები და საქმეები. მაგრამ დადგება დრო, როდესაც ყველა ყველაფერს შეიტყობს.
ცხოვრებისეული უსიამოვნებები უნდა გამოვიყენოთ, ვნახოთ, რომელმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა მიგვიყვანა აქამდე და მომავლისათვის საკუთარ თავს სიფრთხილის კანონი დავუწესოთ.
ვინც რას დასთესს, - იმასვე მოიმკის. ასევე, როდესაც ნებაყოფლობით ვთესავთ, ჩვენი ნების წინააღმდეგ მოვიმკით ბოროტებას, ამაში ღვთის სამართალი უნდა დავინახოთ.