არ არსებობს ცოდვილი, რომელიც თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს იონათანივით არ ამბობდეს: "ცოტაოდენი თაფლი ვიგემე; აჰა, მზად ვარ სასიკვდილოდ" (1 მეფ. 14, 43).
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.
რა შეიძლება იყოს ცოდვაზე დამღუპველი, რომლიდანაც წარმოსდგება ყველა დანარჩენი უბედურება? იგი განაშორებს ადამიანს ღმერთს, ერთმანეთს მტრად გადაჰკიდებს ადამიანებს, საკუთარ თავთანაც კი აუცხოებს.
როგორც ძაღლი იმ კეტის დანახვაზე, რომელიც ოდესღაც მოხვდა, შორს გარბის მისგან, ასევე ეშმაკსაც ქრისტეს ჯვრის დანახვაზე, რომლითაც შეიმუსრა მისი ძალა, ეშინია, თრთის და გარბის მორწმუნეთაგან.