როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწ...
იხილეთ სრულად
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწყებს, რადგანაც არ სურს სახარებისეული მცნებების მორჩილება. ასე რომ, იცოდე, როგორც უფალი ბრძანებს, "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკ...
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია...
იხილეთ სრულად
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია თუ კარგი ჩვენი საქმიანობა, ჩვენი სიტყვა, ფიქრი და ზრახვა; ვართ თუ არა მართალნი საკუთარი თავის, ღვთისა და მოყვასის წინაშე.
უფალი ჩვენი არ იქმნება კმაყოფილი ჩვენგან მხოლოდ მით, რომ ენითა ჩვენითა ვევედრებით მას და ვადიდებთ. შენ უწოდებ მაცხოვარსა: უფალო, უფალო და თუ გულწრფელად მიიღებ მას, ვითარცა უფალსა და მეუფესა, მაშასადამე, აღასრულე მცნება მისი: “რასა...
იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი არ იქმნება კმაყოფილი ჩვენგან მხოლოდ მით, რომ ენითა ჩვენითა ვევედრებით მას და ვადიდებთ. შენ უწოდებ მაცხოვარსა: უფალო, უფალო და თუ გულწრფელად მიიღებ მას, ვითარცა უფალსა და მეუფესა, მაშასადამე, აღასრულე მცნება მისი: “რასა მეტყვით მე: უფალო, უფალო და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეყვით თქვენ”.