თუ გაიგებ, რომ ვინმემ შენზე ცუდი თქვა, შემდეგ კი მას სადმე შეხვდები ან შენთან მოვა, კეთილგანწყობითა და მხიარული სახით მიიღე იგი და გაგახსენდება რა ის, რაც გაიგონე, ნუ ჰკითხავ, რატომ თქვა მან ასე.
უეჭველია, მძიმეა და მწარეა, გყავდეს მტრები, მაგრამ თუ მათგან თავის დაღწევა გსურს, შეიყვარე და კეთილი მიაგე მათ: იშვიათად, სიყვარულითა და სიკეთის ქმნით, რომ არ მორბილდეს ყველაზე სასტიკი გულიც კი, იშვიათად, რომ არ მოტყდეს ყველაზე შე...
იხილეთ სრულად
უეჭველია, მძიმეა და მწარეა, გყავდეს მტრები, მაგრამ თუ მათგან თავის დაღწევა გსურს, შეიყვარე და კეთილი მიაგე მათ: იშვიათად, სიყვარულითა და სიკეთის ქმნით, რომ არ მორბილდეს ყველაზე სასტიკი გულიც კი, იშვიათად, რომ არ მოტყდეს ყველაზე შეუდრეკელი ნებაც კი.
შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, როგორც ბოროტების საბრალო ი...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, როგორც ბოროტების საბრალო იარაღის მიმართ; და ბოლოს, მას სიყვარულიც კი გაუჩნდება თავისი მოსიყვარულე მტრისადმი. განა არ ყოფილა წუთები, როდესაც საული გრძნობდა თავის უსამართლობას მის მიერ დევნილი დავითისადმი, იაზრებდა მისი საქციელის კეთილშობილებას და ...
მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ ...
იხილეთ სრულად
მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ დანაშაულს არ ამცირებს. ასე რომ, მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და მაშინ რამდენ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს შენი მტერი.