წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ განსაცდელი გეწვია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე
თემა: მოთმინება, განსაცდელები, თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: სულიერი მდელო
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევასაც გამოისწორებ.
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია: იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს.
თემა: განსაცდელები, აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ზნეობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: სულიერი მდელო
ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.
თემა: განსაცდელები, საკუთარი თავის შეცნობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: სულიერი მდელო