სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადამიანები დიდებასა და გამარჯვებას სინანულის იარაღით აღწევენ. დიდება ყოვლადბრძენ ღმერთს, ვინც ადამიანებს მისცა ეს ქმედითი წამალი, რომელიც მართებულად მიღების შემთხვევაში ყოველგვარ სნეულებას კურნავს. ადამიანები დიდებასა და გამარჯვებას სინანულის

სინანული განუკურნებელს არავის ტოვებს. მის გარეშე ვერავინ გამართლდებოდა. სინანული განუკურნებელს არავის ტოვებს. მის


სინანულის გამო ღვთის სამსჯავრო მოწყალე იქნება!

საყვარელო ძმაო... დაე, ჩვენი სიმდაბლის მომხილველმა ღმერთმა მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანული, რომლის გამოც ღვთის სამსჯავრო მოწყალე იქნება ჩვენ მიმართ.
გულწრფელ სინანულს კი გამოხატავს ჩადენილ ცოდვათა გამო წუხილი, გლოვა და ცოდვის ციხე-სიმაგრეთა დამარღვეველი მდუღარე ცრემლი, გულახდილი და სუფთა აღსარება. საყვარელო ძმაო... დაე, ჩვენი სიმდაბლის


ანგელოზები შესძახებენ: შეჩერდა!

შენი სინანული უზომო სიხარულს მიანიჭებს ანგელოზებს და შესძახებენ: „შეჩერდა, შეჩერდა, შეჩერდა“, ესე, იგი ბოლომდე არ დაცემულხარ, არამედ უფსკრულისკენ გაქანებული რაღაცას მოეჭიდე და ახლა ისევ ზემოთ მიიწევ. შენი სინანული უზომო სიხარულს მიანიჭებს


ასეთი და სხვა ამგვარი სიტყვებით შეაწუხე ქრისტე!

სინანული, შვილო! მეუფის წმინდა ფეხებს შიშითა და გლოვით მიეახლე; იტირე და იძახე: „ვცოდე, ჩემო იესო, მიმიღე მონანული და მაცხონე. ანგელოზთა სიხარულო, ჩემს ცრემლებს ნუ უგულებელყოფ, ნუ მომიძაგებ. გამოუთქმელითა წარმოცალიერებითა შენითა ცათა მომდრეკელო, ნუ განმაგდებ მე“.
ქრისტე ასეთი და სხვა ამგვარი სიტყვებით შეაწუხე და გჯეროდეს, რომ მის სამმაგ სიყვარულს მოიპოვებ. სინანული, შვილო! მეუფის წმინდა ფეხებს შიშითა


ცრემლი ღვთის მოწყალებასა და მიტევებას მიიზიდავს!

მოინანიე, შეხედე, მეუფის უხრწნელ ფეხებს როგორ ბანს მეძავი, ნელსაცხებელზე უფრო ძვირფას ცრემლებს ღვრის. მისი ცრემლი ღვთის მოწყალებასა და მიტევებას მიიზიდავს და ესმის: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი... ვიდოდე მშვიდობით“ (ლუკ. 7, 48-50). მოინანიე, შეხედე, მეუფის უხრწნელ ფეხებს როგორ


ღვთის სიყვარული ყველაფერს ფარავს და გამოასწორებს

სინანულით ყველაფერი გამოსწორდება. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას სძლევს. „პირველსაც სწყალობს და უკანასკნელსაც მიაგებს. მას მისცემს და ამასაც მიანიჭებს“. ღვთის სიყვარული ყველაფერს ფარავს და გამოასწორებს. ღვთის გარდა არავინაა უცოდველი. სინანულით ყველაფერი გამოსწორდება. არ არსებობს


მშვიდი გონებით იარე და წარსული ნუ დაგაღონებს

ძმაო, სრული სიმშვიდე გქონდეს. სინანულის გზაზე მშვიდი გონებით იარე და წარსული ნუ დაგაღონებს. როცა „უკანასა მას დავივიწყებთ და წინასა მას მივსწვდებით" (ფილიპ. 3, 13), მაშინ მიზანს – ცხონებას მივაპყრობთ მზერას. ძმაო, სრული სიმშვიდე გქონდეს. სინანულის გზაზე


აღსარებით ყველაფერი მიგეტევება და ცოდვა აღიხოცება

უფლისმიერო ძმაო, რაც არ უნდა მოსვლოდათ შენს მშობლებს, აღსარებით ყველაფერი მიგეტევება და ცოდვა აღიხოცება. გაიხსენე უძღები შვილი (ლუკ. 16, 19-31). როგორ შესცოდა, თავისი უძღები ცხოვრებით როგორ დააღონა ოჯახი. თუმცა, როცა მოინანია, მამამ მაშინვე გულში ჩაიკრა და წარსული გაცამტვერდა, თითქოს არც ყოფილა. უფლისმიერო ძმაო, რაც არ უნდა მოსვლოდათ შენს


სიცოცხლის წლები თანდათან მცირდება

ჭეშმარიტად მოვინანიოთ და სულის გამოსწორებისთვის ვიღვაწოთ. აი, შესაფერისი დრო სინანულისა და ღვაწლისთვის. სიცოცხლის წლები თანდათან მცირდება; აღსასრულისა და საფლავისკენ გაუცნობიერებლად მივდივართ! ჭეშმარიტად მოვინანიოთ და სულის

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2