ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
თავს აიძულე, რომ შენი სულიერი ვალდებულებები შეასრულო, რათა საკუთარ თავზე უფლება ხელში არ ჩაუგდო მტერს, რომელიც მზაკვრულად არის ჩასაფრებული
ჩვენი დაუძინებელი მტერი, - ბოროტი სული (რომელიც თავდაპირველად ნათლითმოსილი ანგელოზი იყო), ამპარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო, რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებ ... იხილეთ სრულად
26. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა, ე.ი. ანგელოზურ და ადამიანურ არსებად. მთელი ანგელოზური სამყარო კვლავ ორ მთავარ ზნეობრივ დაჯგუფებად და ნაწილად იყოფა: წმინდად და არაწმინდად, ე.ი. წმიდა ძალებად და არაწმიდა ანგელოზებად;... იხილეთ სრულად
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულო... იხილეთ სრულად
90. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ გონებას გრძნობად საგნებზე ფიქრით იპყრობენ და ამით ლოცვას განაშორებენ. შემეცნებაში წამატებულთ კი ხანგრძლივად ამყოფებენ ვნებიან გულისთქმათა გარემოცვაში, ხოლო შრომით ღვაწლში მყოფთ უბიძგებ... იხილეთ სრულად
71. ბოროტი სულები გვებრძვიან ან საგნებით, ან საგნებისადმი ვნებიანი ზრახვებით. საგნებით ებრძვიან მას, ვინც საგანთა შორის ტრიალებს, ხოლო ვნებიანი ზრახვებით მას, ვინც საგნებს განეშორა.