მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე.
პლატონ ათონელი ყველა განრისხებულ და ფიცხ ადამიანს ურჩევდა, სარკეში ჩაეხედა, რათა მრისხანების ჟამს საკუთარი უსახურება დაენახა.
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისგან ქმნის სხვებისთვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს - რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს,... იხილეთ სრულად
გაღიზიანება სულის თრობაა: იგი ისევე აკარგვინებს მას გონებას, როგორც - ღვინო. წარმოიდგინე განრისხებული ადამიანი. იგი საკუთარი თავის პატრონი აღარაა: ვერ ცნობს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, ყველას თავს ესხმის, ამბობს ყველაფერს, რაც გ... იხილეთ სრულად
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი... იხილეთ სრულად