თქვენი გაბრაზება N-ზე ცუდი პროგრესის მაჩვენებელია! გულის გარეშეც ხომ შეიძლებოდა საქმეზე ლაპარაკი. სიმანდვილეში, ქვეყნად არ არის საგანი, რომლის გამოც ღირდეს გაბრაზება. სულზე და მის სიმშვიდეზე ძვირფასი არაფერია! გაბრაზება ართმევს მა...
იხილეთ სრულად
თქვენი გაბრაზება N-ზე ცუდი პროგრესის მაჩვენებელია! გულის გარეშეც ხომ შეიძლებოდა საქმეზე ლაპარაკი. სიმანდვილეში, ქვეყნად არ არის საგანი, რომლის გამოც ღირდეს გაბრაზება. სულზე და მის სიმშვიდეზე ძვირფასი არაფერია! გაბრაზება ართმევს მას ამ სიმშვიდეს. აქ თვითონ ადამიანი აღიზიანებს საკუთარ თავს. უფრო აბუქებს, ზრდის თავის სულში სხვის დანაშაულს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება არ არის თავის მიმართ: და აფეთქდება ხოლმე. გულის სიღრმეში დევს საკუთარი თავისთვი...
მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს, რაც ხდება ნაღვლის აორთქლებისა თუ ამღვრევის გამო; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც, რამეთუ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, ანდა გვგონია, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მრისხანება შეგვიპყრობს ხოლმე, ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილნი, რომელშიც აღრეულია რისხვა და სწრაფვა შურისძიებისაკენ.
მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი მაკვდინებელი. მრისხანისა კაცისა მოყვარობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა, რომელი კუბენს თავითა და უცემს კუდითა. მრისხანისა კაცის...
იხილეთ სრულად
მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი მაკვდინებელი. მრისხანისა კაცისა მოყვარობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა, რომელი კუბენს თავითა და უცემს კუდითა. მრისხანისა კაცისა საუბარსა უტკბოის კოცნა ჭინჭრისა მსხუნავისა. მრისხანისა კაცისა თანა ყოფასა უფრორე განსვენება აქვს, თუცა მძინარემან დაიდვას ბალიშად გძღარბი ეკლოვანიბნ - სადითაც გარდააბრუნო, უმწერტელეს იყოს. მრისხანესა კაცსა თანა სვლასა ...
ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია...
იხილეთ სრულად
ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია, მაშინ ნუ იწუწუნებ მყვედრებელზე, როგორც მტერზე, რომელიც ჭრილობას გაყენებს, არამედ მადლიერი იყავი მისი, როგორც ექიმის, რომელიც გიხსნის ჭრილობას და მის მოშუშებას ცდილობს. ნუ გაღიზიანდები, თუ მისგან საქმით მოყენებული წყენა...
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია. და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამაბრკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ თუკი ერთსულოვ...
იხილეთ სრულად
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია. და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამაბრკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ თუკი ერთსულოვან ძმებზე მრისხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად, და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან განთავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლ...
ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა–სურვილი. მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, რო...
იხილეთ სრულად
ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა–სურვილი. მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, როგორც ისინი ამტკიცებენ. რამეთუ მრისხანება და ნდომა ღმერთმა ადამიანის ბუნებას როგორც ვნებები როდი მოანიჭა (ვნებები ისინი ამჟამად არიან), არამედ როგორც კეთილი განწყობილებანი. და ადამიანმაც მიიღო ეს სიკეთენი სახიერი ღმერთისა...
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყ...
იხილეთ სრულად
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყალმა, თუ ნახა გასასვლელი, მიწის გადარეცხვას, გაჟონვას იწყებს, თუ დროით არ მივაშველეთ და არ დავაგუბეთ, ჩვენი უნიათობა-უზრუნველობის გამო, იმატებს ხშირ-ხშირი წყლის გარღვევები, უფრო და უფრო მოიკრებს იგი ძალას და ბოლოს ძალიან...
მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჰერ ანუ ორჯერ, და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.
უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას განხვრეტს და შევალს, ხოლო ...
იხილეთ სრულად
მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჰერ ანუ ორჯერ, და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.
უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას განხვრეტს და შევალს, ხოლო მრისხანისა კაცისა გულთა კეთილი სწავლა არა შევალს. რკინასა ფიცხელსა და უცნობოსა, ფეშხუმთა ზედა მდებარესა, ფეშხუმთა ქვეშე მაღნინტი რა განავლო, შესძრავს, და მრისხანესა კაცსა ყურთა შინა საღმრთო სწავლა შთაუგდო, ვერა შესძრავს.
ამისთ...