დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით.
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვ...
იხილეთ სრულად
დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით.
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან.
ბერ–მონაზონი – მლოცველია მთელი ქვეყნიერებისათვის. უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვარულისაგან ბერის გული ყოველთვის ნაღვლობს ხალხზე იმიტომ, რომ ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე იყო დასევ...
იხილეთ სრულად
ბერ–მონაზონი – მლოცველია მთელი ქვეყნიერებისათვის. უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვარულისაგან ბერის გული ყოველთვის ნაღვლობს ხალხზე იმიტომ, რომ ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე იყო დასევდიანებული ხალხზე, რომ თავი გასწირა, ჯვარს ეცვა; ღვთისმშობელიც ისეთივე მწუხარებას ატარებდა გულით... იგივე სულიწმიდა მისცა უფალმა მოციქულებს და წმიდა მამებს, ეკლესიის მწყემსესაც... ამაში მდგომარეობს სამყაროს მიმართ ჩვენი ს...
ბერ–მონაზვნური ცხოვრება ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერ–მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი – ვინც ...
იხილეთ სრულად
ბერ–მონაზვნური ცხოვრება ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერ–მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი – ვინც ხსნისთვის ნამდვილ ხელოვნებას მიმართა, – უცნობად დარჩენაა, ე.ი. ნებაყოფლობით დამალვა ბერ–მონაზვნურ უჩინარობაში, სრული გაქრობა იესო ქრისტეს მორჩილებაში.
ბერ–მონაზვნობის და სულიერი ცხოვრების სიხარული რომ განიცადო, მთელი სულით და გულით უნდა ილოცო, ითმინო და დუმდე. ლოცვის გარეშე ძნელია მოთმენაც და დუმილიც. ღვთის წყალობით, ყოველივე ეს განვახორციელე ცხოვრებაში. ასე მკვიდრდება ქრისტე ჩვ...
იხილეთ სრულად
ბერ–მონაზვნობის და სულიერი ცხოვრების სიხარული რომ განიცადო, მთელი სულით და გულით უნდა ილოცო, ითმინო და დუმდე. ლოცვის გარეშე ძნელია მოთმენაც და დუმილიც. ღვთის წყალობით, ყოველივე ეს განვახორციელე ცხოვრებაში. ასე მკვიდრდება ქრისტე ჩვენს გულებში.
ბერ–მონაზვნობა პირველ ფაზაში – ფარული ვნებების გამჟღავნების მეთოდია, შემდეგ კი – სამკურნალო აღზრდის სახე, ბოლოს – ხორციელდება სათნოება და იწმინდება სული.
ბერი ყველაფერში იცავს თავის სინდისს სუფთად, ცდილობს ძმას რითიმე არ აწყენინოს, როგორმე სულიწმიდა თავისში არ დაანაღვლიანოს რაიმე ცუდი ზრახვით; იგი იმორჩილებს სულს და მორჩილებით დევნის ხოლმე მტრებს როგორც თავისგან, ისე იმათგან, რომელ...
იხილეთ სრულად
ბერი ყველაფერში იცავს თავის სინდისს სუფთად, ცდილობს ძმას რითიმე არ აწყენინოს, როგორმე სულიწმიდა თავისში არ დაანაღვლიანოს რაიმე ცუდი ზრახვით; იგი იმორჩილებს სულს და მორჩილებით დევნის ხოლმე მტრებს როგორც თავისგან, ისე იმათგან, რომელნიც თხოვენ მას ლოცვას. არიან ბერ–მონაზვნები, რომლებიც იცნობენ ღმერთს, იცნობენ ღვთისმშობელს და წმიდა ანგელოზებს, სამოთხეს, მაგრამ ისინი იცნობენ ასევე ეშმაკებს და ჯოჯოხეთურ ტანჯვას... იციან ეს გამოცდილებით.
ბერი უნდა ებრძოდეს თავის ვნებებს და ღმერთის დახმარებით დაამარცხოს იგი. ბერი ხანდახან ნეტარებს ღმერთში და ცხოვრობს როგორც ღმერთთან სამოთხეში, ხანდახან კი ტირის მთელი ქვეყნიერებისათვის, რათა ყველა გადარჩეს. ასე ასწავლა მას სულიწმიდა...
იხილეთ სრულად
ბერი უნდა ებრძოდეს თავის ვნებებს და ღმერთის დახმარებით დაამარცხოს იგი. ბერი ხანდახან ნეტარებს ღმერთში და ცხოვრობს როგორც ღმერთთან სამოთხეში, ხანდახან კი ტირის მთელი ქვეყნიერებისათვის, რათა ყველა გადარჩეს. ასე ასწავლა მას სულიწმიდამ უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს სამყარო. შეიძლება შენ სთქვა: ეხლა არ არიან ისეთი მონაზვნები, რომლებიც ლოცულობენ მთელი ქვეყნიერებისათვის; მე კი გეტყვი: როცა არ იქნებიან დედამიწაზე მლოცველები, სამყაროს აღსასრული დადგება, იქნ...
ბერის საქმე არაა ემსახუროს მსოფლიოს თავისი შრომით, ე.ი. ხელით შრომით. ეს საერო ადამიანების საქმეა (ერისკაცების საქმეა). ერისკაცი ცოტას ლოცულობს, ბერი კი განუწყვეტლივ. ბერების წყალობით დედამიწაზე არასდროს არ წყდება ლოცვა; და ამაშია...
იხილეთ სრულად
ბერის საქმე არაა ემსახუროს მსოფლიოს თავისი შრომით, ე.ი. ხელით შრომით. ეს საერო ადამიანების საქმეა (ერისკაცების საქმეა). ერისკაცი ცოტას ლოცულობს, ბერი კი განუწყვეტლივ. ბერების წყალობით დედამიწაზე არასდროს არ წყდება ლოცვა; და ამაშია სარგებლობა – მთელი ქვეყნიერებისათვის, რამეთუ მსოფლიო დგას ლოცვით.
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი ...
იხილეთ სრულად
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრებ...