
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
ბერი უნდა ებრძოდეს თავის ვნებებს და ღმერთის დახმარებით დაამარცხოს იგი. ბერი ხანდახან ნეტარებს
ბერი უნდა ებრძოდეს თავის ვნებებს და ღმერთის დახმარებით დაამარცხოს იგი. ბერი ხანდახან ნეტარებს ღმერთში და ცხოვრობს როგორც ღმერთთან სამოთხეში, ხანდახან კი ტირის მთელი ქვეყნიერებისათვის, რათა ყველა გადარჩეს. ასე ასწავლა მას სულიწმიდამ უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს სამყარო. შეიძლება შენ სთქვა: ეხლა არ არიან ისეთი მონაზვნები, რომლებიც ლოცულობენ მთელი ქვეყნიერებისათვის; მე კი გეტყვი: როცა არ იქნებიან დედამიწაზე მლოცველები, სამყაროს აღსასრული დადგება, იქნება უდიდესი უბედურება; იგი ეხლაც უკვე არის. სამყარო არსებობს წმინდანთა ლოცვით. მონაზონი მოწოდებულია ილოცოს მთელი ქვეყნიერებისთვის. ამაშია მისი სამსახური. ამიტომ ნუ დაამძიმებთ მას საეროზე ზრუნვით.
|