სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
თუ სათნოებათა შორის უმაღლესი, სიყვარული მოციქულის სიტყვით, "სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნების, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, ა... იხილეთ სრულად
თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმ... იხილეთ სრულად
რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებანი თავმდაბლობის გარეშე? სხვა არაფერი, თუ არა მტვერი, რომელიც ამპარტავნების პირველივე დაბერვაზე გაიფანტება.
თავმდაბლობა ისევე მნიშვნელოვანია ღვთისმოსაობისათვის, როგორც ფესვი მცენარისათვის, რომელიც მეყსეულად კარგავს თავის სილამაზეს, სინორჩესა და სიცოცხლეს, როგორც კი მისი ფესვი მოკვდება.
მოსეს რჯულით ისრაელს ნაბრძანები ჰქონდა მხოლოდ ერთ, ღვთისაგან დადგენილ ადგილას შეეწირა მსხვერპლი. სულიერი კანონით კი ქრისტიანთათვის დაწესებულია ერთი სულიერი ადგილი ყველა მათი მსხვერპლის - ლოცვის - შესაწირად; ეს ადგილი თავმდაბლობაა.