სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა.
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ... იხილეთ სრულად
თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, განა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი, რომელშიც დაინახე ეს კანონი; გულის გრძნობა, რომლითაც შეიყვარე იგი; სინდისის მოწმობა, რომელმაც ნება არ მოგცა, უარი გეთქვა მასზე ან და... იხილეთ სრულად
თუ რაიმე კარგი გაგაჩნია, იგი შენი როდია, არამედ ღვთისაა; საკუთარი არაფერი გაგაჩნია - ცოდვების გარდა; ამიტომ არავითარი საფუძველი არ გაქვს, თავი მოგქონდეს იმით, რაც გაქვს. უგუნური და ურწმუნოა ის მსახური, რომელიც თავისი პატრონის სიმდ... იხილეთ სრულად
ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად ჩათვლი, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელიც სახელმწიფო ფულის მიღებით თავს მდიდრად ჩათვლის.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).
ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).
უფალმა გიბოძა ის ნიჭები, რომელიც მის წინაშე მიიტანე, და კეთილი მიზნისაკენ წარმართე.
შენს მიერ ღვთის წინაშე მიტანილ ძღვენს უცქირე ისე, როგორც - ღვთის მიერ შენთვის ბოძებულ საჩუქარს.
ყოველივეს აღსრულების შემდგომაც საკუთარ თავზე უნდა ვთქვათ: "მონანი ვართ უხმარნი" (ლუკა 17, 10) - როგორც ბრძანებს უფალი.