სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
გეუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ.
შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, როგორც ბოროტების საბრალო ი... იხილეთ სრულად
ერთი წმიდა მამა გვასწავლის, ამგვარად დავაცხროთ მოყვასის მრისხანება: "თუ შეიტყობ, რომ ძმა შენზე განრისხებულია, რაიმე საჩუქარი გაუგზავნე მას".
უეჭველია, მძიმეა და მწარეა, გყავდეს მტრები, მაგრამ თუ მათგან თავის დაღწევა გსურს, შეიყვარე და კეთილი მიაგე მათ: იშვიათად, სიყვარულითა და სიკეთის ქმნით, რომ არ მორბილდეს ყველაზე სასტიკი გულიც კი, იშვიათად, რომ არ მოტყდეს ყველაზე შე... იხილეთ სრულად
განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოექეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო.
თუ გაიგებ, რომ ვინმემ შენზე ცუდი თქვა, შემდეგ კი მას სადმე შეხვდები ან შენთან მოვა, კეთილგანწყობითა და მხიარული სახით მიიღე იგი და გაგახსენდება რა ის, რაც გაიგონე, ნუ ჰკითხავ, რატომ თქვა მან ასე.
თუ შეიტყობ, რომ ვინმე თქვენს შესახებ ცუდს ამბობს, ისე მოექეცი მას, თითქოს შენზე კარგი ეთქვას.