სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი თავითაა აღვსილი; თავმდაბლობას მადლის მიღება ძალუძს, რადგან უგულებელყოფილია როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე - ყოველგვარი ქმნილებისაგან.
თავმდაბალი გული ვაკეს ჰგავს. როგორც წვიმის დროს მთებიდან წყლები ჩამოედინებიან და ვაკეზე გროვდებიან, ასევე ყველა ადამიანზე გადმომდინარე ღვთის მადლი თავმდაბალ გულში გროვდება.
ვინც თავს ყველაზე უარესად თვლის და ფიქრობს, რომ ყველაზე უღირსია, იგი ყველაზე მეტის მიღების ღირსია.
თუ სიამაყემ ანგელოზები სასუფევლიდან ჯოჯოხეთში ჩააგდო, მაშ, ამის საწინააღმდეგოდ უნდა დავასკვნათ, რომ თავმდაბლობას თვით ჯოჯოხეთიდან, ე.ი. ცოდვის სიღრმიდანაც კი შეუძლია, ზეცად აღიყვანოს.
როგორც შეუძლებელია გემის აგება ლურსმნების გარეშე, ასევე შეუძლებელია ცხონება თავმდაბლობის გარეშე.
თავი დაიმდაბლე, თუ გსურს, მაღალი იყო; რაც მეტად დამდაბლდები მიწაზე, მით მეტად ამაღლდები ზეცაში.