გიყვარდეს, კეთილის ქმნით იძიო შური, ანუ ბოროტებისათვის სიკეთით გადაუხადო, წყევის, ავი სიტყვისა და ცილისწამებისათვის - კეთილი სიტყვით, კეთილი სურვილებითა და მტერზე კეთილი სიტყვის თქმით.
წაართვით ცეცხლს საკვები და ის ჩაქრება. წაართვით მტრულ მხარეებს ყოველი ახალი დასაბამი მტრობისათვის და ყოველი ახალი დასაბამი მტრობისათვის და ძველი მტრობა ნელ-ნელა შესუსტდება, შეწყდება და დავიწყებას მიეცემა.
წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი...
იხილეთ სრულად
წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი, რათა პასუხი გაეცეს ორმხრივ წყენას. ამრიგად, წარმოიშობა წყენათა ჯაჭვი; და რამდენადაც თითოეული, რომელიც წყენაზე სანაცვლოს მიაგებს, ბუნებრივია, ეცდება, მოწინააღმდეგე დააუძლუროს და ბრძოლის უუნარო გახადოს, მაშინ, ბუნებრივია...
ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამენ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო...
იხილეთ სრულად
ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამენ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო გადადებენ შერიგებას, მით უფრო გაიზრდება მათი გაბოროტება ერთმანეთის მიმართ, წყენის მატებასთან ერთად იმატებს შურისგებაც, რასაც მოსდევს გაბოროტება, ამას, კვლავ ახალი შურისგება მოჰყვება და საბოლოოდ ორივე მხარე დაუძლურდება.