ნეტარია ის, ვისაც შეუძლია, წმიდა გრიგოლ ნოსელთან ერთად თქვას: ღმერთო! მომექეცი ისე, როგორც მე ვიქცევი. შემიძლია თვითონ ვიძიო შური, მაგრამ ამას არ ვაკეთებ; შენც ნუ იძიებ შურს. შერიგებით დავასწარი მტერს, შენც დამასწარი შენი მადლით. ...
იხილეთ სრულად
ნეტარია ის, ვისაც შეუძლია, წმიდა გრიგოლ ნოსელთან ერთად თქვას: ღმერთო! მომექეცი ისე, როგორც მე ვიქცევი. შემიძლია თვითონ ვიძიო შური, მაგრამ ამას არ ვაკეთებ; შენც ნუ იძიებ შურს. შერიგებით დავასწარი მტერს, შენც დამასწარი შენი მადლით. დავივიწყე ბოროტება, რომელიც მან მე გამიკეთა; შენც დაივიწყე ჩემი ცოდვები. მე უწინდებურად მიყვარს იგი, როგორც მაშინ, როდესაც არ მაწყენინებდა. შენც კვლავ გიყვარდე ღმერთო, თუკი ოდესმე გაწყენინებ. მომექეცი ისე, როგორც მე ვექც...
წყენის მიტევება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მიიღო. უკანასკნელი პირველის გარეშე არ არსებობს: "მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკა 6, 37!) - ბრძანებს უფალი.
ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა, დამნაშავენი არ ვართ, მაგრამ ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიგვიძღვის, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ, მხოლოდ ღმერთი ხედავს.