14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამია...
იხილეთ სრულად
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამიანისადმი შურის გამო აკეთებს, რათა ის, ამგვარ აზრთა მპყრობელი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და აღარ ესწრაფვოს ღვთისათვის ლოცვის აღვლენას. მაგრამ ყოველივე ამით მზაკვარს თავისი მიზნისათვის ვერანაირი სარგებელი მოაქვს, პირიქით,...
13. დემონები ან თავად გვაბრკოლებენ, ანდა იმ ადამიანებს აღჭურავენ ჩვენს საწინაარმდეგოდ, რომელთაც ღვთის არ ეშინიათ; თავად მაშინ გვაბრკოლებენ, როცა ადამიანებს განვეშორებით, მსგავსად უდაბნოში გამოცდილი უფლისა. ადამიანთა მეშვეობით კი მ...
იხილეთ სრულად
13. დემონები ან თავად გვაბრკოლებენ, ანდა იმ ადამიანებს აღჭურავენ ჩვენს საწინაარმდეგოდ, რომელთაც ღვთის არ ეშინიათ; თავად მაშინ გვაბრკოლებენ, როცა ადამიანებს განვეშორებით, მსგავსად უდაბნოში გამოცდილი უფლისა. ადამიანთა მეშვეობით კი მათთან ურთიერთობის ჟამს გვაბრკოლებენ, როგორც უფალი გამოსცადეს ფარისეველთა მეშვეობით. მაგრამ ჩვენ მივბაძოთ ჩვენს ხატებას, ე.ი. უფალს, და განვაგდოთ ისინი ორსავე შემთხვევაში.
12. ღვთის დაშვებით ჩვენი მაცდუნებელნი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღვივებენ, ან გულისწყრომის ნაწილს აფორიაქებენ, ან გონიერ ნაწილს აბნელებენ, ან სხეულს იპყრობენ, ანდა ხორციელ მოთხოვნილებებს იტაცებენ.
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეი...
იხილეთ სრულად
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეინარჩუნო. და ესაა დასამუშავებელიც და დასაცავიც (დაბ.2,15).
10. თუ ზოგი გძულს, ზოგი კი არც გიყვარს და არც გძულს, ზოგი გიყვარს, ოღონდ საშუალოდ, ზოგი კიდევ - ძალიან, მაშინ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, იცოდე, რომ ჯერ კიდევ შორსა ხარ სრულყოფილი სიყვარულისგან, რომელიც გვასწავლის, ყველა ადამ...
იხილეთ სრულად
10. თუ ზოგი გძულს, ზოგი კი არც გიყვარს და არც გძულს, ზოგი გიყვარს, ოღონდ საშუალოდ, ზოგი კიდევ - ძალიან, მაშინ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, იცოდე, რომ ჯერ კიდევ შორსა ხარ სრულყოფილი სიყვარულისგან, რომელიც გვასწავლის, ყველა ადამიანი თანაბრად გვიყვარდეს.
9. ადამიანებს ერთმანეთი შემდეგი ხუთი მიზეზის გამო უყვართ, რომელთაგან ზოგი მოსაწონია, ზოგი საძრახისი: უყვართ ან ღვთის გულისათვის, - როგორც კეთილს უყვარს ყველა, ხოლო კეთილი თვით უკეთურსაც უყვარს; ან ბუნებრივად, - როგორც მშობელს შვილ...
იხილეთ სრულად
9. ადამიანებს ერთმანეთი შემდეგი ხუთი მიზეზის გამო უყვართ, რომელთაგან ზოგი მოსაწონია, ზოგი საძრახისი: უყვართ ან ღვთის გულისათვის, - როგორც კეთილს უყვარს ყველა, ხოლო კეთილი თვით უკეთურსაც უყვარს; ან ბუნებრივად, - როგორც მშობელს შვილი და პირიქით; ან პატივმოყვარეობის გამო - როგორც შექებულს მაქებარი; ან ანგარებიდან გამომდინარე - როგორც მდიდარი გამორჩენის მიზნით; ან ავხორცობის გამო - როგორც ნაყროვანებით შეპყრობილს ლხინის[] ამათგან პირველი მოსაწონია, მე...
8. ვინც ვნებათა მშობელს, თავმოყვარეობას უარყოფს, ის, ღვთის შეწევნით, ყველა სხვა ვნების: მრისხანების, მოწყნიების, გულღვარძლიანობის და სხვათა, დაძლევასაც შეძლებს. ვისაც პირველი ძლევს, რომც არ უნდოდეს, დანარჩენებითაც მოიშხამება. თავმ...
იხილეთ სრულად
8. ვინც ვნებათა მშობელს, თავმოყვარეობას უარყოფს, ის, ღვთის შეწევნით, ყველა სხვა ვნების: მრისხანების, მოწყნიების, გულღვარძლიანობის და სხვათა, დაძლევასაც შეძლებს. ვისაც პირველი ძლევს, რომც არ უნდოდეს, დანარჩენებითაც მოიშხამება. თავმოყვარეობა ხომ სხეულის უსაზღვრო სიყვარულია.
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლება...
იხილეთ სრულად
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლებად იქცეს, თავისგან განაგდებს.
6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმი...
იხილეთ სრულად
6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმინდე. პირველის ნიშანია გონების ამქვეყნიური ზრახვებისაგან შემოზღუდვა, გონებაგაფანტულობისა და ძრწოლის გარეშე ლოცვა ისე, თითქოს თავად ღმერთი იდგეს მლოცველის წინაშე, როგორც ეს სინამდვილეშია. მეორის ნიშანია ის, რომ ლოცვის წარმ...
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ა...
იხილეთ სრულად
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ათავისუფლებს, ხოლო მეორე გულმავიწყობისა და უცოდინარობისაგან იცავს და ამგვარად მას საშუალება ეძლევა ილოცოს ისე, როგორც ჯეროვანია.