სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


წუთისოფლიდან გასვლის ჟამი

ოჰ, რა ტანჯვაა! სულის რა ტკივილია! როგორ ოხრავს სული იმ დროს! რა სავალალო მდგომარეობაშია ადამიანი იმ წამებში! რამდენჯერ დაჰპირდება ღმერთს, რომ თავის ცხოვრებას გარდაქმნის, სინანულისა და ღვაწლის გზას შეუდგება, ოღონდ არ მოკვდეს!
ეს ჟამი ყველასთვის დადგება, ზემოაღწერილს და გაცილებით მეტს წავაწყდებით, სინანულისა და ღვაწლის გზაზე სიარულს დაბეჯითებით დავპირდებით უფალს. წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეისმინა. ახლა რა დაგვრჩენია? შევასრულოთ დანაპირები – ჭეშმარიტად მოვინანიოთ და სულის გამოსწორებისთვის ვიღვაწოთ. აი, შესაფერისი დრო სინანულისა და ღვაწლისთვის. სიცოცხლის წლები თანდათან მცირდება; აღსასრულისა და საფლავისკენ გაუცნობიერებლად მივდივართ! ოჰ, რა ტანჯვაა! სულის ტკივილია! როგორ ოხრავს


ისეთები, როგორებიც ვართ, ქრისტეს წინაშე ვერ წარვდგებით!

ახლა, უფრო სწორად, მუდმივად, საჭიროა სინანულის ცრემლს ვღვრიდეთ. რარიგ გვმართებს იმაზე წუხილი, თუ რამდენად სპეტაკი და სუფთა იქნება ჩვენი სულის სამოსელი! უნდა განვასპეტაკოთ იგი, რადგან სხვაგვარად, ისეთები, როგორებიც ვართ, ქრისტეს წინაშე ვერ წარვდგებით. ახლა, უფრო სწორად, მუდმივად, საჭიროა

დაე, გულწრფელად მოვინანიოთ. დაე, გულახდილად და დაწვრილებით ვაღიაროთ ცოდვები. დაე, გონება მუდმივად ღვთის სამსჯავროსა და მის განაჩენზე ფიქრით იყოს დაკავებული. დაე, გულწრფელად მოვინანიოთ. , გულახდილად და

წყალი, ჩვეულებრივ, ცეცხლს აქრობს. თუმცა ღვთაებრივი წყალი, რომელიც მონანულის თვალებიდან მოედინება, არა ნივთიერ, არამედ ღვთაებრივ ცეცხლს აღაგზნებს და მტრის ღვარძლს შთანთქავს! წყალი, ჩვეულებრივ, ცეცხლს აქრობს. თუმცა


ვაყოვნებთ ვთქვათ: შევცოდე!

ადამიანები ვართ და ვცდებით, მაგრამ ვაყოვნებთ ვთქვათ: „შევცოდე!“ აბა, როგორ ვიტყვით ამას ჩვენ, უპირველესად კი მე, რომელთაც გულმავიწყობა, მცონარობა და მათი შემწე ამპარტავნება ჩვევად გვიქცევია. ეს კი სიმდაბლის გზაზე დიდ დაბრკოლებად გვექცევა! ეს გზა ქრისტემ თავისი ჯვრით გვამცნო, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, თავს საკუთარი ნებით ვიყრუებთ. ადამიანები ვართ და ვცდებით, მაგრამ ვაყოვნებთ


სინანული დაუსრულებელი, განუწყვეტელი უნდა იყოს!

სინანული უსასრულოა. ღვთის მადლით ადამიანს შეუძლია ყველა სათნოების სრულყოფას მიაღწიოს. სინანული დაუსრულებელი, განუწყვეტელი უნდა იყოს. ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვჭირდება, რადგან ყოველწამიერად ვცდებით. შესაბამისად, სინანული უსასრულოა. სინანული უსასრულოა. ღვთის მადლით ადამიანს


აი, წამის ფასი - სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ!

„სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ“ (ეზეკ. 33, 20). აი, წამის ფასი. გიპოვა სინანულში? მოგისწრო აღსარების დროს? მაშინ დაგეწია, როცა ამბობდი: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“ (ლუკ. 15, 18)? გულწრფელი სინანულისა და თავის დადანაშაულებისას ცრემლმომდგარს მოგიახლოვდა? აჰა, ღმერთი ერთ წამში განგსჯის, როგორც თქვა: „სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა“ (ფსალმ. 144, 14).
თუ საპირისპირო მდგომარეობაში მოგისწრო, ჰოი, ადამიანო, მაშინ სულის თვალი აგეხილება და ნახავ, რაც დაკარგე, მაგრამ რა სარგებელი გექნება? სამსჯავროს შემდეგ ფუჭია სინანული. ზეიმის დასრულებისას ამაოა სიტყვები. ყველაფერი დამთავრებულია! სადაც გიპოვი, იქ განგიკითხავ (ეზეკ. 33, 20).


შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება!

მოღალატე იუდამ თავი უფალს მიუძღვნა, სხვა მოციქულებთან ერთად მადლის თანაზიარი გახდა, სასწაულებსაც აღასრულებდა, ბოლოს კი მისი გემი ჩაიძირა.
უსჯულოების, ბოროტმოქმედების, უზნეობისა და სხვა საქმეთა ჩამდენმა ავაზაკმა ღაღადყო, შეწყალება ითხოვა და საუკუნო ნეტარების წყნარ ნავსაყუდელში სამუდამოდ განისვენა.
ებრაელი ერი, რომელსაც ღვთისგან აღთქმები ჰქონდა მიღებული და უფლისგან რჩეულად და წმინდად იწოდებოდა, დაბრმავდა და ღმერთი სამუდამოდ დაკარგა.
ბარბაროსმა ერებმა კი, რომლებიც მეძავს ჰგავდნენ, ქადაგება მიიღეს და დაიმკვიდრეს ღმერთი, რომელიც ისრაელმა უარყო.
ამიტომ, შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება! როგორი ცოდვილებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ვალია გონების თვალი მარად ღმერთს მივაპყროთ. როგორც მონები უყურებენ თავის უფალს ხელებში, ჩვენც უფალს მივაპყროთ მზერა და მარად მის წყალობას ველოდოთ, ვიდრე შეგვიწყალებს. მოღალატე იუდამ თავი უფალს მიუძღვნა, სხვა

შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა რაიმე ცოდვის გამო გამხელთ, მაშინვე მიიღეთ წამალი: მოინანიეთ, იტირეთ, თქვით აღსარება, რომ ამით უწინდელ და უკეთეს მდგომარეობას დაუბრუნდეთ. შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა


სინანული ადამიანს ხელახლა შობს!

სინანული ხელახლა შობს ადამიანს. იგი ნათლობის შემდეგ სულის საკურნებლად მოგვეცა. სინანული რომ არ არსებობდეს, თითოოროლა ადამიანი თუ ცხონდებოდა. სრულყოფილებიც შეიძლება შეცდნენ. ამიტომ, სანამ ადამიანი სუნთქავს, სინანულის სათნოებას ბოლო არ უჩანს. სინანული ხელახლა შობს ადამიანს. იგი ნათლობის

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2