ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

26. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა, ე.ი. ანგელოზურ და ადამიანურ არსებად. მთელი ანგელოზური სამყარო კვლავ ორ მთავარ ზნეობრივ დაჯგუფებად და ნაწილად იყოფა: წმინდად და არაწმინდად, ე.ი. წმიდა ძალებად და არაწმიდა ანგელოზებად; მთელი კაცთა მოდგმა კი მხოლოდ ორ ნაწილად, ე.ი. ღვთისმოსავებად და უკეთურებად იყოფა. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა

25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ორი არსებობისათვის მიანიჭა, ხოლო ბოლო ორი ზნეობრივი ნიჭის სახით, არსებობისათვის - არსებობა და მარადიულობა, ხოლო ზნეობრივი ნიჭის სახით - სიკეთე და სიბრძნე, რათა ქმნილება ამით იმის თანაზიარი გამხდარიყო, რაც თავად ღმერთია. ამიტომაა ნათქვამი, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ხატადაა შექმნილი, როგორც ჭეშმარიტი ჭეშმარიტისაგან, მარადიული - მარადიულისაგან, თუმცა ის არ არის დაუსაბამო, მაგრამ დაუსრულებელია; მსგავსად შექმნილია, როგორც კეთლი კეთილისაგან, როგორც ბრძენი ბრძენისაგან, მადლის წყალობით, ის ისეთი იყო, როგორიც ღმერთია თავისი ბუნებით. როგორც ღვთის ხატი, ყველა არსება გონიერია, როგორც მსგავსი, მხოლოდ ზოგიერთია კეთილი და ბრძენი. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი

შეიძლება ადამიანს სიცოცხლეშივე ვუწოდოთ ნეტარი?
გარდაცვალებამდე ნურავის უწოდებ ნეტარს, იმიტომ, რომ ადამიანის მოდგმა მერყევია - თავისუფლად შესაძლებელია წმიდანის მდგომარეობიდან ცოდვაში ჩავარდნა.
გარდაცვალებამდე ნურავის უწოდებ ნეტარს

თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის „გაადამიანებას“, რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიულ ღირებულებათა მთესველიც. თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი - ეს არის სხეული, რომელიც ექვემდებარება მატერიის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანი არის სული, დაჯილდოებული თავისუფლებით, რწმენით, ღვთის, მოყვასისა და სამყაროსადმი სიყვარულით. სული მოწოდებულია უკვდავებისთვის და იგი ამქვეყნიური ცხოვრებით უნდა მოვიპოვოთ. ადამიანი - ეს არის სხეული, რომელიც

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქარვებს. ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.
ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთან ერთობაში იყვნენ.
თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას. ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით. ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ყოველ ეპოქას თავისი შეხედულება აქვს ადამიანზე. ადამიანს ხან აამაღლებდნენ, ხან დაამდაბლებდნენ, ხან აღმერთებდნენ. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი - ხატება ღვთისა - უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს. ყოველ ეპოქას თავისი შეხედულება აქვს

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ვარსკვლავები მოძრაობენ, მხეცები ცოცხლობენ, სტიქიები ღვთის მიერ დადგენილ წესებს ექვემდებარებიან. მხოლოდ ადამიანი, ყველაზე გონიერი ქმნილება, ხშირად უგუნურად იქცევა. დაუტევებს უფლის მიერ დადგენილ გზას, საკუთარი ზმანებების ტყვე ხდება და თავისთვის განვითარების ახალ ტრაექტორიებს იგონებს. ბავშვები, უგულებელყოფენ რა უხუცესებს, შესაძლოა ბელადებად მოგვევლინონ, ქალებმა მამაკაცების წილ მოიპოვონ ძალაუფლება. მაგრამ როდესაც ბავშვები წარმართავენ საქმეს, ძალადობა მეფობს და როდესაც ძალაუფლება ქალების ხელთაა, ჩვეულებისამებრ ქაოსის მოწმენი ვხდებით. ვარსკვლავები მოძრაობენ, მხეცები ცოცხლობენ

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2