ჰო, შვილო, თავს ძალა დაატანე. ვიცი, რისგან და როგორ იტანჯები, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. რადგან ქრისტეც ითმენს, როცა მის წინაშე ვცოდავთ და ჩვენს სინანულს ელოდება.
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილ...
იხილეთ სრულად
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილის ცოდვამ დედის სიყვარულს სძლიოს? თუ დედას ასე უყვარს შვილი, როგორ უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც სიყვარული საქმით გვიჩვენა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის? პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრი...
მწუხარება ცოდვებისა და მათი ეპიტიმიისგან ათავისუფლებს იმ ადამიანს, რომელიც სიხარულითა და შეგნებით ითმენს. სულიერი ხასიათიც ყალიბდება: ადამიანი მოწყალე, თავმდაბალი და მშვიდი ხდება.
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემ...
იხილეთ სრულად
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემულებს, ცხოვრება უჭირველად, ტანჯვის გარეშე რომ განვვლოთ? სწორედ ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ცოდვებისთვის. შესაბამისად, უფლის მაცხონებელი განსწავლის მათრახი გვჭირდება, რომ კაცთმოყვარე ღვთის მოწყალების მადლით ცათა სასუფეველში ბე...
ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანადგურებელი იყო ცოდვა და ის თავის დამღუპველ მოქმედებას კვლავაც განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს.