მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელნი არიან.
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი ... იხილეთ სრულად
ხშირად ეშმაკობა მრისხანებას აღძრავს ერთადერთი მიზნით - რათა საიდუმლო ათქმევინოს, ანდა დაქანცული ხელში ჩაიგდოს.
მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია.
განრისხებულ და გაბრაზებულ მდგომარეობაში ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა - საკუთარი თავის დასჯა სხვისი ცოდვებისა და სისულელეების გამო.
მრისხანების ვნების დასამარცხებლად ხშირად უნდა ვიფიქროთ იმ დამღუპველ შედეგებზე, რაც ამ ვნებას ჩვენთვის მოაქვს.
სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე - საკუთარ მრისხანებაზე. გმირები, რომლებიც გამარჯვებულად აქცევენ მეფეებს, საკუთარი მრისხანების მონები ხდებიან. ამიტომ წმიდა წერილი ხალხზე გამარჯვებულთან შედარებით საკუთარ მრისხანებაზე გამარჯვ... იხილეთ სრულად