წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები
წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები წმინდანები, გამონათქვამები, ციტატები
კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს
შეხედე იმ პატივს, რომელიც მიიღო ყველა წმიდანმა, და მათთან შეჯიბრი ნელნელა მიგიყვანს სათნოებებთან.
მიბაძვა თანასწორობას არ მოითხოვს, თანასწორობასთან სიახლოვესაც კი. მცირეს შეუძლია, მიბაძოს დიდს იმაში, რაც მისაწვდომია.
თუ შესაძლებელია და თუ საჭიროა თვით ყოვლადწმიდა ღმერთის მიბაძვა (მათე 5, 48; ეფ. 5, 1). მაშ, როგორ ვთქვათ უარი იმაზე, რომ მივბაძოთ წმიდა ადამიანებს, რომლებსაც აშკარად გაცილებით მისაწვდომად და აშკარად გვაჩვენებენ ღვთისთვის მიბაძვის ... იხილეთ სრულად
ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობებისდაგვარად, მივბაძოთ მათ
განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუა... იხილეთ სრულად
ცოდვილნი ცოცხლებიც კი მკვდარნი არიან, მართალნი კი ცოცხლები არიან მაშინაც, როცა კვდებიან.