სახიერსა და მოწყალესა უფალსა არა ჰნებავს წარწყმედაი კაცთა, არამედ ჰსურის ყოველთათვის სინათლისა, სიცოცხლისა და ცხონების მინიჭება. ჩვენი დანაშაულობებით გაუბედურებული, შებილწული და დამძიმებული დედამიწა, ჩვენთა საქმეთა გამო დაწყევლილი...
იხილეთ სრულად
სახიერსა და მოწყალესა უფალსა არა ჰნებავს წარწყმედაი კაცთა, არამედ ჰსურის ყოველთათვის სინათლისა, სიცოცხლისა და ცხონების მინიჭება. ჩვენი დანაშაულობებით გაუბედურებული, შებილწული და დამძიმებული დედამიწა, ჩვენთა საქმეთა გამო დაწყევლილი, განადგურების ღირსი შეიქნებოდა, რომ არა სახიერება განგებიანი შემოქმედისა. უფალმა ღმერთმა მრავალგზის განაახლა ქვეყანა ღვთის სულის გამოცხადებით.
საოცარია უფლის საქმენი! მიწიდან შექმნა ადამიანი და მისცა შეცნობა თავისი სულიწმიდით, ისე რომ ადამიანი ამბობს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". მარამ ამბობს ამას რწმენისა და სიყვარულის სისრულით. მეტი რა უნდა ეძებოს სულმა დედამიწაზე? დიდ...
იხილეთ სრულად
საოცარია უფლის საქმენი! მიწიდან შექმნა ადამიანი და მისცა შეცნობა თავისი სულიწმიდით, ისე რომ ადამიანი ამბობს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". მარამ ამბობს ამას რწმენისა და სიყვარულის სისრულით. მეტი რა უნდა ეძებოს სულმა დედამიწაზე? დიდი საოცრებაა! სული უეცრად იმეცნებს თავის შემოქმედს და მის სიყვარულს. როცა სული დაინახავს უფალს, მის თვინიერებას და მორჩილებას, მაშინ თვითონაც მორჩილი ხდება ბოლომდე და არაფერი ისე არ უნდა, როგორც ქრისტესმიერი მორჩილება და ...
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ ...
იხილეთ სრულად
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ შენ მისთვის, რამეთუ მანაც დასდო სული ჩვენთვის.
მამამ ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ თავისი ძე მოგვცა ჩვენ. მაგრამ, თვითონ ძემაც მოინდომა, განკაცნა და ცხოვრობდა ჩვენთან, დედამიწაზე. წმიდა მოციქულებმა და მრავალმა ადამიანმა იხილეს უფალი სხეულში, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო იგი, როგორც ღმ...
იხილეთ სრულად
მამამ ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ თავისი ძე მოგვცა ჩვენ. მაგრამ, თვითონ ძემაც მოინდომა, განკაცნა და ცხოვრობდა ჩვენთან, დედამიწაზე. წმიდა მოციქულებმა და მრავალმა ადამიანმა იხილეს უფალი სხეულში, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო იგი, როგორც ღმერთი. მე კი, ცოდვილს, მომეცა შემეცნება, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. უფალს უყვარს ადამიანი და ეცხადება მას, როგორც თვითონ ინებებს. როცა სული იხილავს უფალს, მორჩილებით უხარია მეუფის გულმოწყალება და ყველაფერზე და ყველაზე მ...
თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს.
ჭეშმარიტად დიდებული, საკვირველი და მრავალფეროვანია იესუ ქრისტეს მოღვაწეობა მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს. იგი თავის სიყვარულს არ ზღუდავდა არც ადგილით, არც დროით, არც ადამიანებით. იგი ყველასთვის ყველა იყო: სიბნელეში მყოფთათვის ანათებ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად დიდებული, საკვირველი და მრავალფეროვანია იესუ ქრისტეს მოღვაწეობა მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს. იგი თავის სიყვარულს არ ზღუდავდა არც ადგილით, არც დროით, არც ადამიანებით. იგი ყველასთვის ყველა იყო: სიბნელეში მყოფთათვის ანათებდა, ურწმუნოებს ჰმოძღვრიდა, დაცემულთა წამოაყენებდა, მტირალთ ცრემლს სწმენდდა, ცოდვილებს აცხოვნებდა. მის გარშემო იკრიბებოდნენ იუდეველი დიდებულები და მდაბიო ლაზარე. ცოდვებით ქედდადრეკილი მოხუცი ზაქე და კეთილი მისწრაფებებით ა...
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ვუყვარვართ და როდესაც მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, იგი ჩვენს მახლობლად იმყოფება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ჩნდება საცდურები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. თუ ადამიანი სულიერად არ მიუდგება იმას, რაც ხდება, მას სიხარული ერთი დღეც არ ექნება იმიტომ, რომ ეშმაკი მას მტკივნეულ ადგილას დაარტყამს და განუწყვეტლივ შობს საცდურებს, რათა იგი მწყობრიდან გამოიყვანოს, დღეს ერთით, ხვალ მეორით, ზეგ კი მესამით.
არავის შეუძლია საკუთარი თავისაგან იცოდეს რა არის სიყვარული ღვთიური, თუ სულიწმიდა არ ასწავლის, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ღვთის სიყვარული შეცნობილი არის სულიწმიდით და ამიტომ ვლაპარაკობთ მასზე. უფალი კეთილი და გულმოწყალეა, მაგრამ ჩვენ მ...
იხილეთ სრულად
არავის შეუძლია საკუთარი თავისაგან იცოდეს რა არის სიყვარული ღვთიური, თუ სულიწმიდა არ ასწავლის, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ღვთის სიყვარული შეცნობილი არის სულიწმიდით და ამიტომ ვლაპარაკობთ მასზე. უფალი კეთილი და გულმოწყალეა, მაგრამ ჩვენ მისი სიყვარულის შესახებ ვერაფრის თქმას ვერ შევძლებდით წერილის გარდა, სულიწმიდას რომ არ ესწავლებინა.
ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია, მას შეუძლია შესვლა ღმერთთან საიდუმლო ერთობაში, შეუძლია გახდეს ანარეკლი, ღვთაებრივ სრულყოფილებათა ერთგვარი ასახვა.