მოთმინება გამორჩეული ბრილიანტია, რომელიც ამშვენებს ქრისტიანს და ჩვენი ცხონების ძნელად სავალ გზას გვიმსუბუქებს.
მოთმინება გამორჩეული ბრილიანტია, რომელიც ამშვენებს ქრისტიანს და ჩვენი ცხონების ძნელად სავალ გზას გვიმსუბუქებს.
მოთმინება სულის სიმამაცე, საყრდენი და ღრმა ფესვია, რომელსაც მყარად უჭირავს ხე, როცა მას ქარი არხევს და ნიაღვარი აწყდება.
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგ... იხილეთ სრულად
სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები; იმედს ნუ გადაიწურავ. იმედის მქონე არასოდეს შერცხვება.
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს ... იხილეთ სრულად
ცოდვილის უიმედობა სრულიად გაუმართლებელია. განა შესაძლებელია, რომ ოდესმე ერთმა მუჭა ქვიშამ ზღვა დაფაროს?
უაღრესად ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის ცოცხალი სასოება აქვს და უფლისადმი რწმენას, ნდობას, დიდებასა და პატივს გამოხატავს. მაშინ ღმერთი თავს ვალდებულად თვლის, რომ იზრუნოს მასზე და სრულდება წმინდა სახარების სიტყვები: „სარწმუნოე... იხილეთ სრულად
დროდადრო თავს გვატყდება განსაცდელები, რომლებიც თავბრუს გვახვევს და ტკბილი იმედის ნათელი მზე უკუნი სიბნელით იფარება. მაშინ გზაკვალი გვერევა და ბოლოს ისე ვფიქრობთ და ვმოქმედებთ, ჩვენს ქრისტიანულ მოწოდებას რომ არ შეეფერება. მაგრამ ღვ... იხილეთ სრულად
მოთმინება იქონიეთ, შვილებო. ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, განსაცდელების სიმძიმისგან მუხლი ნუ მოგეკვეთებათ, რადგან ჩვენი სახიერი ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს.
რატომ აძლევთ საშუალებას სატანას, რომ უფრო მეტად შეგებრძოლოთ? გწამდეთ ღვთისა და რასაც დაუშვებს, ჩვენს სასიკეთოდ იქნება. განა ჩვენ მასზე უკეთ ვიცით?