ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და... იხილეთ სრულად
ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და... იხილეთ სრულად
მოითმინე, შვილო, ღმერთმა, რომელმაც ეს სნეულება მოგცა, იცის, რომ ამაში დიდი სარგებელია დაფარული.
ყველა ბოროტებაში სიკეთის მარცვალი იმალება. ამიტომ მოითმინე და მოწამეობად ჩაგეთვლება.
იფიქრე, რომ ვინც სამოთხეში, ღვთის სასუფეველში შევიდა, მოწამეობრივი ცხოვრება გაიარა: ზოგმა ავადმყოფობით, ზოგმა – შრომით, ზოგმა – ტკივილითა და დევნით.
თითოეული ჩვენგანი თავისი ძალების შესაბამის ჯვარს ტვირთულობს, რომ მივემსგავსოთ ქრისტეს, რომელმაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ჩვენთვის ჯვარი იტვირთა. ასე რომ, მხოლოდ მაშინ ვიდიდებით ქრისტესთან ერთად, თუ მასთან ერთად ვევნებით.
ხსნის იმედს ნურასოდეს დაკარგავ, გოდებით მოუხმე უფალს და იტირე. ღმერთი არასოდეს უგულებელყოფს ცხონების მსურველ და მონანულ სულს, როგორც არ უნდა დაშავდეს ის ბრძოლისას.
ღმერთმა იცის ჩვენი ბუნების უძლურება. თიხა წყლის ძალას როგორ გაუძლებს, თუ ღმერთმა სულიწმიდის მადლით არ გამოწვა იგი? ღმერთმა, როგორც შეუმცდარმა თვალმა, იცის, რომ თუ ხელს გაგვიშვებს, დავეცემით და დავიღუპებით. ამიტომ არ უშვებს ისე გამ... იხილეთ სრულად
ღმერთმა რომ დაგვტოვოს, ბოროტი ყველას ერთად ჯოჯოხეთში ჩაგვყრიდა; მაგრამ სახიერი ღმერთი მას ხელს უშლის და იმდენის უფლებას აძლევს, რამდენის ტვირთვაც შეუძლია თითოეულ სულს.
ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს.
დიდი ბოროტებაა, როცა მეომარი ბრძოლაში სიმხნევეს კარგავს, რადგან მტერი მაშინვე გაშმაგებით ესხმის თავს, რომ დაამარცხოს. ამიტომ, შვილო, გამხნევდი და იმედს ნუ დაკარგავ, თქვი: „მირჩევნია ღვთის სადიდებლად ბრძოლაში მოვკვდე, ვიდრე ეშმაკთა... იხილეთ სრულად