მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ყველაფერი რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომ. 14, 23). ყველაფერი რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ, რადგან...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს ჩვენი ჩაძირვის ძალა ჰქონდეს, ჩვენ უფალზე დავამყაროთ იმედი და მაშინ ტალღები საპნის ბუშტებივით შეენარცხება იესოს მიმართ სასოებისა და სიყვარულის კლდეს. როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს. სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით ავავსოთ და უფალს მღვიძარე, კეთილი საქმეების ზეთით სავსე დავხვდეთ, რათა საუკუნო სიხარულისა და მხიარულების ღვთაებრივ სასძლოში შევიდეთ. თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით ავავსოთ და...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ქრისტეს იმედი გქონდეს და ეშმაკების მუქარის ნუ შეგეშინდება, არამედ უფლის მახლობლად მკვიდრობდე და თქვი: „ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხედ ზღუდეთა“ (2 მეფ. 22, 30), ესე იგი, ეშმაკთა დაბრკოლებებს ჩემი ღვთის ძალით ვძლევ. ქრისტეს იმედი გქონდეს და ეშმაკების მუქარის ნუ...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ეცადე კარგად დაიწყო, მაშინ დასასრულიც წარმატებული გექნება. როგორც დაიწყებ, ისე განაგრძობ სვლას. ეცადე კარგად დაიწყო, მაშინ დასასრულიც წარმატებული...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნუ უგულებელყოფ შენს მცირე ნაკლს, ნუ იტყვი: „ეს არაფერია“. არა. მცირე დიდი გახდება და მისგან სხვა ბოროტებაც იშვება. ის, ვინც მცირეზე არ იზრუნებს, დიდ ცოდვაში ჩავარდება. ნუ უგულებელყოფ შენს მცირე ნაკლს, ნუ იტყვი: ეს არაფერია....

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნურაფერზე დამწუხრდები გარდა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში მოუთმენლობას იჩენ, რითაც კარგავ საუკუნო სასყიდელს და ლოცვაში კადნიერებას ღვთის წინაშე. ნურაფერზე დამწუხრდები გარდა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ. ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე...

link
0