მხოლოდ ილოცეთ და დამშვიდდით. მიენდეთ ღვთის განგებულებას. ყველა ტანჯვას კეთილი დასასრული ექნება. ჩემი მოძღვარი დიდი განსაცდელების დროს ჭვრეტად აღიტაცებოდა!
მხოლოდ ილოცეთ და დამშვიდდით. მიენდეთ ღვთის განგებულებას. ყველა ტანჯვას კეთილი დასასრული ექნება. ჩემი მოძღვარი დიდი განსაცდელების დროს ჭვრეტად აღიტაცებოდა!
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება.
მღვიძარე მამები ბევრს მოგვითხრობენ საცნობელთა წმინდად დამარხვაზე. მათი სწავლება, ძირითადად, ეხება გონების დაცვას ცოდვიანი წარმოსახვებისა და აზრებისგან და გულის განწმენდას მისი შემაგინებელი გრძნობებისგან. იმასაც გვასწავლიან, რომ სუ... იხილეთ სრულად
სულის სიწმინდის დასაცავად ყოველგვარი უზნეობა მისი წარმოშობისთანავე უნდა აღმოვფხვრათ.
ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა... იხილეთ სრულად
ევას რომ თვალი სიწმინდით დაეცვა, არ მოწამლავდა თავის შთამომავლობას და მისგან შობილ ყველა ადამიანს. ერთი სიტყვით, გრძნობებისგან თავშეკავება ადამიანს ჯოჯოხეთისგან იხსნის.
შვილო, გისურვებ წინ აღუდგე ეგოისტურ და ამპარტავნულ გულისსიტყვებს, რადგან ყველა ბოროტი ვნება მათგან და მათი მსგავსი ვნებებისგან იღებს სათავეს და საწყალ ადამიანს დასაღუპავად უბიძგებს უფსკრულისკენ.
ვნებებიდან მომდინარე გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სრულებით უგულებელყავი ისინი, რადგან ბოროტის სისაძაგლე სახეზე აწერიათ.
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე. ასეთი გულისსიტყვები... იხილეთ სრულად
რასაც გულისსიტყვების მეშვეობით გეუბნება – ამპარტავნების იქნება ეს, ცუდადმზვაობრობის თუ განკითხვის და ა. შ., ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. გულისსიტყვები ვნებებიდან მომდინარეობს და მათთან საუბარი არაა საჭირო. კარი ჩაუკეტე დ... იხილეთ სრულად