ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსი... იხილეთ სრულად
ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსი... იხილეთ სრულად
გაექეცი ცოდვიან აზრებს, მოიკვეთე წარმოდგენა – პროვოცირების კერპი, რადგან „ყოვლისმცოდნე" სატანა ცდილობს შენს შემოქმედს – ღმერთს – მოგაცილოს.
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარ... იხილეთ სრულად
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რო... იხილეთ სრულად
შვილო, უფრთხილდი წარმოსახვას; ყველა ცოდვა მისგან იღებს სათავეს. ის ცოდვის ძირია. ამიტომ ფრთხილად იყავი. როგორც კი ვინმეს ან რაიმეს წარმოიდგენ, რაც გინახავს ან გაგიგონია, მაშინვე განურისხდი და ლოცვით განდევნე შენი გონებიდან. ილოცე ... იხილეთ სრულად
შენ თავი აიმაღლე და ეშმაკმაც ამიტომ გაგიმართა ბრძოლა. ახლა დამდაბლდი. შინაგანად დაიმცირე, შეურაცხყავი საკუთარი თავი და როცა ღმერთი შენს თავმდაბლობას დაინახავს, შეგეწევა.
როგორც ცეცხლს ერიდები, რომ არ დაგწვას და გველს გაურბიხარ, რომ არ დაგკბინოს, ასე და უფრო მეტად გაექეცი ეშმაკის მოტანილ წარმოსახვას!
ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.
უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე. ულმობლად გაუმკლავდი პიროვნებებისა და ბოროტი საქმეების ბილწ წარმოდგენებს, რადგან ყველა ბოროტება წარმოსახვიდან მოდის და თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რაც უნახავს, მოუსმენია ან განუცდია ხუთი ... იხილეთ სრულად
რისხვით და ლოცვის იარაღით განდევნე ბილწი გულისსიტყვები და, ქრისტეს მადლით, ეშმაკის წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვებ.