სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
აი, ნაკადული მოედინება, ბუჩქნარში იმალება და ფარული გზებით თავისი სინესტით რწყავს მცენარეებს, რომლებიც მის ნაპირებზე იზრდება. ეს არის მოკრძალებული და თავმდაბალი სული, რომელიც ფარულად ქველმოქმედებს და არ სურს, რომ ამის შესახებ მთელ... იხილეთ სრულად
არ არსებობს დედისა და ბავშვის ღიმილზე უფრო ლამაზი ღიმილი; არ არსებობს იმ დიდსულოვნებაზე უმშვენიერესი ღიმილი, რომელიც ქველმოქმედებას ფარავს.
ყოველთვის გაახმაურე მიღებული მოწყალება, შენს მიერ ქმნილი კი - მეყსეულად დაივიწყე.
საყვირით გაახმაურე სიკეთე, რომელიც სხვებისაგან მიიღე; სამარესავით დადუმდი შენს მიერ ქმნილი სიკეთის შესახებ.
მიემსგავსე ნაკადულს, რომელიც არწყულებს ბოროტთ და კეთილთ, მის მსგავსად მოწყალება გაიღე ყველასთვის, მაგრამ მის მსგავსადვე ნუ იხმაურებ საკუთარი მოწყალების შესახებ.
მოწყალების მეშვეობით ადამიანთა პატივისცემის ყიდვა ნიშნავს ყიდვას ძალიან ძვირად - ზეცის ფასად, რომელიც შენთვის მოწყალების ჯილდო უნდა ყოფილიყო.
თუ ვინმემ საქებარი და უხვი მოწყალება გაიღო, მაგრამ ეს გააკეთა იმის სურვილით, რომ ქველმოქმედის დიდება მოეპოვებინა, მას მოწყალება საკუთარი პატივმოყვარეობისათვის გაუცია.
მრავალნი პეტრეს აძლევენ იმას, რაც პავლეს წაართვეს და ფიქრობენ, რომ მოწყალებას გაიღებენ.